ყაზახეთი VS საქართველო - გავიგოთ ჩვენი ნამდვილი ფასი!

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ასტანაში, თბილისის დროით 18:00 საათზე, ყაზახეთს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

ლეგიონერების ნაწილი იქაურ დედაქალაქში 13 აგვისტოს, გამთენიისას ჩავიდა - გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა (ორივე - "კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - "დნიპრო", უკრაინა), ნიკა გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ირაკლი სირბილაძე ("ინტერი", ფინეთი).

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, პირველი დღისგან განსხვავებით, მატჩის წინა დღეს ქართველებმა ასტანას ცენტრალური სტადიონის
ხელოვნურსაფარიან მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

ცნობილი იყო, რომ ტრავმის გამო თემურ ქეცბაიას გუნდს უჩა ლობჟანიძე გამოაკლდა, აკაკი ხუბუტია კი სავიზო პრობლემებმა დააბრკოლა.

მორიგი დანაკლისი ლაშა გვალიაა - გორის "დილას" ნახევარმცველმა "ჰაიდუკთან" შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო და საქართველოში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ერთად პირველად ივარჯიშეს ძმებმა - შოთა ("ანორთოსისი", კვიპროსი) და ელგუჯა ("დინამო", თბ.) გრიგალაშვილებმა.

ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძის თქმით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ასტანაშია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც, რომელიც ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, მატჩის დროს კი გუნდს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაამხნევებს.

Sportall.Ge

სხვათა შორის, ყაზახური ინტერნეტგაზეთი "ვესტი" ორივე ნაკრების მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ღირებულებით დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" საქართველოს ნაკრებს მეტოქეზე ლამის ხუთჯერ ძვირად აფასებს - ჩვენი ფეხბურთელების მიახლოებითი სატრანსფერო ღირებულება 24.85 მილიონი ევროა, ყაზახების კი - სულ რაღაც 5.65 მილიონი.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: პრობლემები გვაქვს, მაგრამ თავს არ დავზოგავთ
ჩვენ და ყაზახები - სასიამოვნოა, როცა ფავორიტი ხარ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ნაკრები კი არა ხროვაა.
0
ჩვენ ნაკრებს ნამდვილი ფასი არ აქვს, ის შეუფასებელია :))
Gეო
14:38 14-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული