თემურ ქეცბაია: ასეთ კარგ თამაშში წაგება საწყენი არაა

AutoSharing Option
14 აგვისტოს, ყაზახეთთან სტუმრად გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ასტანა არენაზე" გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

- როგორ ფიქრობთ, რა არ გამოუვიდათ თქვენს შეგირდებს დღევანდელ მატჩში?
- კარგი თამაში გამოვიდა. შეხვედრას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტოლებდით. მომენტები იყო, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით.

მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, მაგრამ შედეგი ასეთია - წავაგეთ.

ეს კარგი ტესტი იყო სექტემბერში გასამართი ოფიციალური მატჩების წინ. ვალდებულნი ვართ, იქ ქულები ავიღოთ და იმ მიზანს
მივაღწიოთ, რაც თავიდანვე დავისახეთ.

მინდა ყაზახეთის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო - ეს კარგი საჩუქარია ყაზახეთში ფეხბურთის 100 წლის იუბილესთვის.

- გაგაკვირვათ ყაზახეთის ნაკრების სწრაფმა თამაშმა?
- როდესაც არის ამის საშუალება, რატომაც არა? ამ დროს ყველაზე მთავარია, იპოვო თავისუფალი ადგილი. იყო მომენტები, როდესაც დაცვაზე ყურადღება არ უნდა მოგვედუნებინა. გვქონდა შეცდომები. თუმცა ჩვენ რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა კიდეც.

ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა.

- საქართველოში როგორი დამოკიდებულება აქვთ ამხანაგური მატჩების შედეგებისადმი? იქნებ ასეთი ფორმატის შეხვედრებში ანგარიშს ყურადღებას არც აქცევენ?
- ჩვენ არ ვთვლით ამას ამხანაგურ თამაშად. შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მართალია, ერთ ჯგუფში არ ვთამაშობთ, მაგრამ ასეთ თამაშებში ვიღებთ ქულებს, რომლებიც წილისყრის დროს უკეთეს ჯგუფში მოხვედრის შანსს გვაძლევს.

სამწუხაროდ, ეს უკვე მეშვიდე შეხვედრაა, რომელსაც სტუმრად ვატარებთ. საერთოდაც, გვიჭირს "უცხო კედლებში" მოგება. ამ მიმართულებით სამუშაოა ჩასატარებელი და იმედი მაქვს, მომდევნო ამხანაგურ მატჩს შინ გავმართავთ.

- რატომ იყო, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ყველაზე აქტიური ფეხბურთელები N10 (ჯანო ანანიძე) და N2 (თორნიკე ოქრიაშვილი) შეცვალეთ?
- ჩვენ აქ ბევრი ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ და გვინდოდა, თამაშის საშუალება ყველას ჰქონოდა. ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდნენ, არ მგონია, რომ უარესად გამოიყურებოდნენ.

- მსაჯობაზე რას იტყვით?
- რადგან მეკითხებით, ალბათ, ჩემზე უკეთ იცით რაღაც. არ მინდა, ამაზე კომენტარი გავაკეთო.

- ფიქრობთ, რომ მეორე ტაიმში თქვენი გუნდის დაცვა მოიშალა? ყაზახებს ხომ მეორე გოლის გატანის უამრავი მომენტი ჰქონდათ...
- მცველები შეტევაში ერთვებოდნენ და უკან ბევრ სივრცეს ტოვებდნენ. შესაბამისად, პასუხად მწვავე კონტრშეტევებს ვიღებდით, რაც ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. ასეა, როდესაც რისკავ და წინ მიდიხარ.

დღეს მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ასეთ თამაშში წაგება საწყენი არაა. მართალია, ჩვენ მეტს ვუტევდით, მეტად ვფლობდით ბურთს, მაგრამ მაინც დავმარცხდით - 0:1.

- ყველას გვახსოვს 80-იანი წლების ქართული ფეხბურთი. რა არ ჰყოფნით საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ ფეხბურთელებს, რათა ისევე ითამაშონ?
- მაშინ სხვა დრო იყო. მეც მახსოვს - 1987 წელი იყო, აქ მომიხდა თამაში. შუადღე იყო, საშინელი სიცხე. მაშინ ჩვენ ანგარიშით 0:3 დავმარცხდით.

ეს ფაქტია და ამას ვერ დამალავ - ველოდებით ფეხბურთელთა ახალ თაობას. გვყვანან ახალგაზრდები, რომელთა შორის ისეთებიც არიან, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც რომ უთამაშიათ. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები ვერ ხვდებიან ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების ძირითად შემადგენლობებში. ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ საქმე უკეთესობისკენ წავა.

- რას გვისურვებთ ყაზახური ფეხბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს. ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ახლოს არიან. ვისურვებდი, რომ ეს მეგობრობა გაგრძელებულიყოს.

მადლობლები ვართ, რომ მოგვიწვიეთ და კარგად მიგვიღეთ. მოხარული ვართ აქ ყოფნით, თუმცა, რა თქმა უნდა, წაგება არ გვახარებს. თუმცა, ჩვენ დავმარცხდით ჩვენს მეგობრებთან და იმედია, ეს მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


მომზადებულია sports.kz-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ყაზახეთი-საქართველო 1:0 - თავისუფალი ვარდნა გრძელდება! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
ახია ჩვენზე, თავხედობს და გასდის. ეს სპორტული ჟურნალისტიკა ხომ სამარცხვინოა, ვერავინ ვერ უბედავს სერიოზულ კრიტიკას იმიტომ რომ მერე აღარ შეუშვებს ბაზაზე.
petre
18:03 16-08-2013
0
რა გახდა ეს ხიზანიშვილი რით ვერ მოშორდა, ახალი ტაობა ნახე თემო უკეთესია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული