თემურ ქეცბაია: ასე თუ ვითამაშეთ ფინეთთანაც, მაშინ მოვიგებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან (0:0) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"ვამაყობ, რომ ბიჭებმა ასეთი თამაში ჩაატარეს და ჩემთან ერთად ალბათ მთელი საქართველოც ამაყობს. დღევანდელი მატჩი დაეხმარება ზოგადად ქართულ ფეხბურთს, რომელსაც რთული პერიოდი აქვს.

მომენტები ჩვენც გვქონდა და საფრანგეთსაც. ვფიქრობ, ვინც დღეს სტადიონზე არ მოვიდა ბევრი დაკარგა. ეს შეიძლება ითქვას ჩვენი ბრალიც არის, რადგან ცუდი შედეგების გამო გულშემატკივარს ხელი ვკარით.

თუმცა მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება ქომაგის მხარდაჭერა და
ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ თუ ისე გვიქომაგებენ, როგორ ეს დღეს მოხდა. იმედია შემდეგ მატჩზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე.

ძნელია ჩემი გუნდიდან ვინმე გამოვარჩიო, მთლიანად გუნდს გამოვარჩევდი. ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი, რომ კარგი საღამო ეჩუქებინათ ქომაგისთვის. მთავარია, რომ ბიჭებმა იბრძოლეს და თავი არ დაზოგეს შედეგის მისაღწევად. თუ ბოლომდე იბრძოლებ შესაძლებელია შედეგის მიღწევა.

2 წელიწადში კი უფრო მეტს მივაღწევთ და მომავალში წარმატების მიღწება უკვე რეალური იქნება.

მეორე ტაიმის დაწყებამდე გვქონდა საუბარი, რომ ზედმეტად დავაფასეთ საფრანგეთის ნაკრები და მეორე ნახევარი უფრო კარგად დავიწყეთ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ხალხი გვიჭერდა მხარს. სახლში თამაში კარგად გამოგვდის.

იმედია ეს შედეგი მომავალშიც დაგვეხმარება. ასე თუ ვითამაშეთ ფინეთის ნაკრებთანაც, მაშინ მოგებას შევძლებთ",
- თქვა ქეცბაიამ.

ასევე იხილეთ:
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - "ლურჯებს" თბილისში ორი ქულა დავატოვებინეთ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ქეცბას,ბოლო-ბოლო მიაგნო იმ შემადგენლობას და ტაქტიკას,რითაც შეიძლება 2-ე ნომრადაც ითამაშო და მოგებაზეც იფიქრო.ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა,ლორიამ კი უჩვენა ევროპელებს,რომ თვალი უნდა გაახილონ და კარგად დაინახონ,თუ რას წარმოადგენს და სად იკარგება.ისიც ევროპელია-დროზე თორემ ფასი იმატებს.
vaxvax
07:52 07-09-2013
0
მშვენიერი მატჩი ითამაშეს ბიჭებმა! მთავარია, თავი არ დაუზოგავთ ბოლო წუთამდე, რაც ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე! 7 წამი აკლდა დამთავრებას, გერმანიამ რომ ბურთი გაიტანა. ყოჩაღ!
Giorgi
09:42 07-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული