გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებს ფინეთთან მატჩში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
10 სექტემბერს, ფინეთის ნაკრებთან თბილისში გასამართ მატჩში საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია ვერ დაეხმარება.

თბილისის "დინამოს" მეკარემ 6 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრებთან გამართულ მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და წესის თანახმად, მომდევნო სანაკრებო მატჩის გამოტოვება მოუწევს. პირველი გაფრთხილება ლორიამ ბელორუსთან შეხვედრაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა თბილისში საფრანგეთს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (0:0), რაშიც ლომის წილი საქართველოს ნაკრების მეკარემ დაიდო. ლორიამ რამდენიმე ეპიზოდში იხსნა კარი აშკარა გოლისგან.

თემურ ქეცბაიას გუნდი 10 სექტემბრის შეხვედრისთვის უკვე ემზადება. ფინელები კი თბილისში 9 სექტემბერს
ჩამოვლენ.

ასევე იხილეთ:
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
რევიშვილი ნაკლები არაა!
kotrikadze sergo
22:27 07-09-2013
0
თუ მეტიც არა...
ramzan15
10:37 08-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული