"არეულობა პოლიციამ გამოიწვია, რომელიც გვაგინებდა და გვემუქრებოდა" [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა ქართული ფეხბურთის ისტორიას რაღაცნაირად სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ქულა ავართვით. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მოვლენაზე, რომელიც მატჩის დასაწყისში სტადიონზე მოხდა...

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა: სამხრეთ ტრიბუნის მე-17 სექტორს მასპინძელი გუნდის ფანები - "გლადიატორები" (თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები) და "ქართული სპორტის ქომაგები" იკავებენ.

ამჯერადაც ასე მოხდა. მატჩი დაიწყო და ფანებიც აბობოქრდნენ, მაგრამ რაც ამის მერე მე-17 სექტორში დატრიალდა, ძნელი ასახსნელია - პოლიციელები ფანებს დაერივნენ და მერე ძნელი გასარჩევი
გახდა, ვინ ვის ესროდა პლასტმასის სკამებს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ამის შემდეგ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის ერთ-ერთმა აქტივისტმა კობა კობაიძემ ფანებისადმი მიმართვა გაავრცელა:

"მოვიდა დრო, ყველა ფან-კლუბი გაერთიანდეს და აღვკვეთოთ სტადიონებზე ძალადობა! მოვითხოვოთ, რომ პოლიციამ გააკონტროლოს გარე პერიმეტრი, ხოლო ტრიბუნებზე იყვნენ სტიუარდები!

ჩვენ ვართ არა კრიმინალები, არამედ ფეხბურთის ფანები, გვიყვარს ქართული კლუბები და უზომოდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა!"


ამ მოწოდებას ყველა ფან-კლუბის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და მოიწონეს. კომენტარისთვის მის ავტორს დავუკავშირდით:

"ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ჩვენს სექტორში პიროტექნიკა ავანთეთ. რატომღაც პოლიციის თანამშრომლები მოგვცვივდნენ და ბოლო სიტყვებით გვაგინეს.

ხალხი ამან გააღიზიანა, ვითარება ძალიან დაიძაბა და წავიდა სკამების სროლა.

ყველაზე მეტად იმან გამაოგნა, რომ ხალხს სკამებს გამეტებით ურტყამ
დნენ. მერე ხალხი მიაწვა და პოლიციამ უკან დაიხია. ამ კონფლიქტის შედეგად 10 ადამიანი დაზიანდა, მათ შორის, პოლიციელებიც დაშავდნენ.

ჩვენთვის ყველა ამ ქვეყნის შვილია, ვითარების გამწვავება და კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ დროა, სტადიონზე ფანების სექტორთან მხოლოდ სტიუარდები დადგნენ, რომლებმაც იციან, რომ პიროტექნიკის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია და არა - დანაშაული, და ისიც, რომ პოლიციელმა ფანებს არ უნდა აგინოს".


ბექა ნოზაძე, "ქართული სპორტის ქომაგების" ლიდერი:

"ბოლო მატჩებში ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიუხედავად, "ქართული სპორტის ქომაგები" საფრანგეთთან მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. 6 სექტემბერს ნაკრების ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელს შევხვდით და გამოვუცხადეთ სრული მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მრისხანე მეტოქე გვყავდა.

ჩვენ, "ქართული სპორტის ქომაგები", კრიმინალები არ ვართ, ერთადერთი გრძნობა გვამოძრავებს - ქვეყნის სიყვარული და დაუოკებელი სურვილი, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდგეთ.

პიროტექნიკა კრიმინალური ატრიბუტი არ არის, ის სპეციალურ მაღაზიებში თავისუფლად იყიდება...

ყველაფერი ერთ-ერთმა პოლიციელმა გამოიწვია, რომელიც გვაგინებდა და გვემუქრებოდა - თამაშის შემდეგ ნახავთ, რასაც გიზამთო. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა - მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ტრიბუნებზე წესრიგის დაცვა სტიუარდებს მიანდონ.

ჩვენ ვრჩებით საკუთარი პრინციპების ერთგულნი - ვემიჯნებით ყოველგვარ კრიმინალს!

აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს, საქართველოში ფან-კულტურის განვითარებას ხელი შეუწყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შეტაკება ქომაგებსა და პოლიციას შორის საქართველო-საფრანგეთის მატჩზე [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ის რაც სტადიონზე მოხდა ამას კრიმინალი ჰქვია. პოლიცია რო პოლიციელობდეს ამ კრიმინალებს ადგილიდან ახვეტავდა. კრიმინალური მენტალიტეტი აქვს ამ გაზეთის და საიტის თანამშრომლებს და იმიტომ უძვრებიან იმ კრიმინალებს ერთ ადგილას
anti
23:53 09-09-2013
0
100% ვეთანხმები ორივეს, დაჟე თავიდან მაღლიდანც ცდილობდა პოლიცია ჩხუბის დაწეყაბას პირო ესროლა ვიღაცას ისეთი მოხვდა ლამის დავარდა თან იგინებოდნენ ან რა აგინებდათ თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.

ფეხბურთი ფანებს!
Ultras
14:35 09-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული