თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას 15 ოქტომბერს ესპანეთში ჩაატარებს.

ალბასეტეში დაგეგმილი მატჩისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");

მცველები:
უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ( "კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო" , ქუთაისი), დავით კვირკველია ("დინამო", თბილისი), გულვერდ თომაშვილი ("დილა", გორი) გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძე ( "სევასტოპოლი", უკრაინა);

ნახევარმცველები:
ლევან ხმალაძე
("დინამო", თბილისი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("დილა" გორი), ელგუჯა გრიგალაშვილი ("დინამო", თბილისი), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი) ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბახი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", ბაქო), ირაკლი მოდებაძე ("დილა", გორი).

ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი ცვლილება განხორციელდა. დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან მატჩს ჯაბა კანკავა, დავით თარგამაძე და გია გრიგალავა გამოტოვებენ.

ჩვენი გუნდი ქალაქ ალბასეტეში 8 ოქტომბრიდან შეიკრიბება. ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი კი, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
წაი ქეცბაია კვიპროსში, შენც გეშველება და ჩვენც.
murtalo
02:56 01-10-2013
0
საწყალი ესპანეთი... ისე უმოტივაციო თამაშია ჩვენთვის და თავს ნუ მოიკლავთ ბიჭებო, დაინდეთ ცოტათი მოწინააღმდეგე.
zura
23:05 30-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული