როგორც ირკვევა, შოთა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა ამ თანამდებობაზე მუშაობას იმ პრემიერ-მინისტრის შრომას ადარებს, ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა რომ აქვს...
- როგორც ამბობენ, ქეცბაიას საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს. არადა, თავად ამბობს, შესაძლოა, ის რისკი, რაც საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე დათანხმებით გავწიე, ამ თანამდებობაზე აღებულ ხელფასად არც მიღირდესო...
- სხვისი ფულის თვლა გაცილებით
ყველა ქეცბაიას მენეჯერი რომ გახდა, ბარემ, ამონაწერიც მოვთხოვოთ და გავიგოთ, რაში ხარჯავს ხელფასს... ის ხალხი, ქეცბაიას შემოსავალს რომ ითვლის, თავად როდის იყო ბოლოს სტადიონზე, ბილეთში ხუთი ლარი როდის გადაიხადა?!
ინგლისში მეოთხე ლიგის მატჩებზე ოჯახებით დადიან, ჩვენთან კი გაიძახიან - ფეხბურთი გვიყვარსო და ბილეთში 3 ლარის გადახდა არ უნდათ!
- თემურ ქეცბაიამ მუშაობა მომდევნო შესარჩევ ციკლშიც უნდა გააგრძელოს?
- შეუცვლელი არავინ არის, ფეხბურთი არც ქეცბაიას წასვლით დაიღუპება, მაგრამ თუ წავა, თემურს უნდა დაუფასდეს, რაც გააკეთა და უნდა გამოჩნდეს, რა ვერ შეძლო.
ანდა, ჩივაძის და ყიფიანის გარდა, ქეცბაიას რომელ წინამორბედს ჰქონდა შედეგი? არც კუპერი და ტოპმიოლერი არიან ვინმეზე ნაკლები მწვრთნელები, მაგრამ გაიყვანეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?
თუ დარჩება, თემური, ალბათ, თავის შეცდომებსაც გაითვალისწინებს, თუ არა და... იგი წავა და სხვა მოვა...
- თავად თუ გიფიქრია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე?
- არა, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ.
- მაინც რა არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა? სასჯელი, პატივი, პასუხისმგებლობა...
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა იგივეა, პრემიერ-მინისტრი იყო, ოღონდ ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა გქონდეს (იცინის).
იხილეთ სრული სტატია
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"