თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა

AutoSharing Option
ესპანეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ამბავი ისაა, რომ "ჯვაროსნებში" დებიუტანტია - პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" 22 წლის ქართველი შემტევი - ავთანდილ ებრალიძე.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი პირველი პორტუგალიური გუნდი "ლაგოს დე ესპერანსა" იყო. შემდეგ ის "ხეტაფეს" ახალგაზრდულ გუნდში, "ჟუვენტუდ ევორასა" და "ოლივეირენსეში" თამაშობდა. ამჟამად კი, როგორც უკვე ვთქვით, "ჟილ ვისენტეს" ღირსებას იცავს.

ახლა კი სხვა ცვლილებების შესახებაც: ტრავმის გამო ესპანეთში ვერ გაემგზავრება ალექსანდრე ამისულაშვილი, ხოლო მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას
გადაწყვეტილებით, სიაში აღარაა ირაკლი მაისურაძე. ესპანეთში წამსვლელებს კი ალექსანდრე კვახაძეც დაემატა.

საქართველოს ნაკრებისა და დელეგაციის ნაწილი ესპანეთში 8 ოქტომბერს გაემგზავრება. ლეგიონერების ძირითადი ბირთვი პირდაპირ ალბასეტეში ჩავა და გუნდი მზადებას დაიწყებს.

11 ოქტომბერს ქეცბაიას განკარგულებაში უკვე ყველა ფეხბურთელი იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ებრალიძე: მჯერა, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა
ავთო ებრალიძემ პორტუგალიაში ლამის მთელი გუნდი მოატყუა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული