ABC: საქართველოს ნაკრები დანებებას სულაც არ აპირებს და მოსაგებად ითამაშებს

AutoSharing Option
15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბასეტეში მუნდიალის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ABC.es ამ შეხვედრას სპეციალურ სტატიას უძღვნის. გამოცემის მტკიცებით, ეს მატჩი ერთი-ორად მნიშვნელოვანია ესპანეთისთვის, რადგან სწორედ ამ შეხვედრაში უნდა მიიღოს "ფურია როხამ" მუნდიალის საგზური.

შეგახსენებთ, რომ ამისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ფრეც ჰყოფნის.

"ამ შეხვედრას კასტილია- ლა მანჩის ქალაქისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბასეტე უკვე ცხოვრობს ამ მატჩით. 15-ში "კარლოს ბელმონტე", რომელიც 17 500 მაყურებელს იტევს, ალბათ ბოლომდე შეივსება.

ქალაქის მცხოვრებლებს სურთ თვალი შეავლონ მუნდიალის და ევროპის ჩემპიონატის ტიტულებს,
რომლებსაც მატჩის წინ გამოფენენ, ასევე იყვნენ ამ ღირშესანიშნავი მოვლენის მომსწრენი, რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც ექნება - ეჭვიც არავის ეპარება, რომ სამშაბათს ესპანეთის ნაკრები ბრაზილიის საგზურს მოიპოვებს,

საქართველოს ნაკრები სამშაბათიდან ალბასეტეში ცხოვრობს და "სიუდად დეპორტივა ანდრეს ინიესტაზე" ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრები სულაც არ აპირებს დანებებას და მოგებისთვის იბრძოლებს", - წერს საიტი.

***
ამასობაში ბელარუსის ნაკრების 2:1 დამარცხების შემდეგ ვისენტე დელ ბოსკე სამშაბათის მატჩსაც შეეხო. ესპანეთის ნაკრების თავკაცს შეეკითხნენ, ვინ იდგება კარში საქართველოსთან მატჩში:

"ბელარუსთან ვალდესი ვარჩიეთ, რადგან კასილიასმა წინა თვეში მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა. თუმცა საქართველოსთან მატჩში ვინ ითამაშებს, ჯერ არ გადამიწყვეტია, სამშაბათს ნახავთ", - განაცხადა დელ ბოსკემ.

დელ ბოსკე ფეხბურთელებს მოუწოდებს არ მოდუნდნენ:

"მიზანი ჯერ მიღწეული არ არის და სამშაბათს ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ - ესეც რთული მატჩი გველის".

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთს თუ მოვუგებთ
მკითხველის კომენტარები / 6 /
არანაირი მოგეაბ და ფრე მთავარია არ შევრცხვეთ დავდგექ დაცვაში ჯობია
gioo
09:35 14-10-2013
0
ბოსკე.. ბოსკე.. ბებერი ვეფხვი.. ))
ქართველ
01:24 14-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული