[ფოტორეპორტაჟი] საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში ესპანეთში

AutoSharing Option
15 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ალბასეტეში გამართავს.

თემურ ქეცბაიას შეგირდები მომავალი შეხვედრისთვის იმავე ქალაქში, ანდრეს ინიესტას სახელობის ბაზაზე ემზადებიან.

ესპანეთთან გამოძახებული მოთამაშეების 22-კაციანი სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო", ქუთაისი), დავით კვირკველია ("დინამო" თბილისი), გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე კვახაძე (ორივე - "დილა",
გორი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძე ("სევასტოპოლი", უკრაინა)
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (სამივე - "დინამო", თბილისი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ანორთოსისი", კვიპროსი), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი" ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე ("დილა", გორი)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდმა ქართველი ფეხბურთელების სამზადისის ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ამათი ნათამაშევი რამე დამანახა და მეტი არაპერი არ მინდა ეხლა ხომ დაანგრევენ ესპანეთთან და მოიგებენ კიდევ გჯერათ თქვენ?
zaza
00:32 15-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული