მონრეალი ვარაუდობს, რომ ესპანეთს ისევ ისე გაუჭირდება, როგორც პალმა მალიორკაში გაუჭირდა ბელორუსის ნაკრებთან (2:1). ამის მიზეზი კი მეტოქე გუნდების ულტრადაცვითი სისტემაა:
"აპრიორი იმავე ტიპის თამაში იქნება. საქართველოს ნაკრებმა ჩვენთან უკვე დაამტკიცა, რომ შეკრული გუნდია და 11 კაცით შეუძლია კარში ჩადგომა. ეს ჩვენს ამოცანას ძალიან ართულებს. ალბასეტეშიც მოგვიწევს ამ დაცვის გარღვევა.
ამის წამალი კი ისაა, რომ ჩვენ ისევ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა მეტოქე მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმას არ უნდა ვუღალატოთ".
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები 15 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23 საათზე ითამაშებენ მუნდიალის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს.
ამ გუნდების პირველ მატჩში, თბილისში ესპანეთის ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა, ხოლო "ფურია როხამ" სანაკრებო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ბურთის ფლობის პროცენტით - 80%.
ასევე იხილეთ:
[ფოტორეპორტაჟი] საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში ესპანეთში