ნაჩო მონრეალი: საქართველოს ნაკრებს 11 კაცით შეუძლია კარში ჩადგომა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და ესპანეთის ნაკრების 27 წლის მარცხენა მცველმა ნაჩო მონრეალმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ გაზეთ "მარკას" კომენტარი მისცა.

მონრეალი ვარაუდობს, რომ ესპანეთს ისევ ისე გაუჭირდება, როგორც პალმა მალიორკაში გაუჭირდა ბელორუსის ნაკრებთან (2:1). ამის მიზეზი კი მეტოქე გუნდების ულტრადაცვითი სისტემაა:

"აპრიორი იმავე ტიპის თამაში იქნება. საქართველოს ნაკრებმა ჩვენთან უკვე დაამტკიცა, რომ შეკრული გუნდია და 11 კაცით შეუძლია კარში ჩადგომა. ეს ჩვენს ამოცანას ძალიან ართულებს. ალბასეტეშიც მოგვიწევს ამ დაცვის გარღვევა.

ამის წამალი კი ისაა, რომ ჩვენ ისევ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
ესპანეთის ნაკრებს კარგად განსაზღვრული ფილოსოფია აქვს და ის ყოველთვის იძლევა შედეგს.

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა მეტოქე მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მაგრამ ჩვენ ჩვენს
გეგმას არ უნდა ვუღალატოთ".

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები 15 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23 საათზე ითამაშებენ მუნდიალის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს.

ამ გუნდების პირველ მატჩში, თბილისში ესპანეთის ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა, ხოლო "ფურია როხამ" სანაკრებო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ბურთის ფლობის პროცენტით - 80%.

ასევე იხილეთ:
[ფოტორეპორტაჟი] საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში ესპანეთში
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხარო ის არის, რომ ხვალ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონებს ეთამაშება საქართველოს ნაკრები და არავითარი ინტერესი, საზოგადოებაში, სპორტულ საყაროში და პრესაშიც არ არის. აი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ფეხბურთი საქართველოში ამ ჩვენი ფეხბურთის მამებმა წლების განმავლობაში.
ynwa
13:59 14-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული