თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ

AutoSharing Option
15 ოქტომბერს ალბასეტეში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი გამართა, ესპანეთთან 0:2 დამარცხდა და I ჯგუფი 5 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე დაასრულა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:

"ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია მეტოქესთან, მაგრამ ამის მიუხედავად, მე დღეს ამაყი ვარ იმ სათამაშო დონით, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა აჩვენეს.

არადა, ჩვენ არ ვიყავით ოპტიმალური შემადგენლობით და ვეთამაშებოდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.

ესპანეთის ნაკრები ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. მას ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები.

რა თქმა უნდა,
100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს"
.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრები უხერხული მეტოქე იყო
მკითხველის კომენტარები / 24 /
ეხლა ეს კაცი ნორმალურია? რითი ამაყობს, ჩასვრილების გუნდი რომ შექმნა? მოთამაშეებს ბურთის მიღების ეშინიათ? თითქოს კეთროვანების ნაქონი იყოს, 6:3 რომ წაეგოთ მერჩივნა, ამ ნაკრებს არაფერი ეშველება, მენტალობით დამარცხებულების გუნდია და ლიდერი არ ყავს....ორი პასის მერე არ იციან რა ჰქნან...პაზორია!
gremi
12:30 17-10-2013
0
ხალხო შევაგროვოთ ფული,უვარგისი ფეხბურთის ფედერაციის მიღმა,შევეხვეწოთ ჯერ ჯერობით საქართველოს 1 ლედის მოგვათაფლიმოს გუს ჰიდინგი,სანამ кремлёвская ბაურჯანაძე და риарушка მარგველაშვილი არ მოგვჯდომია კისრებზე და ერთ წლით მაინც,მოვიწვიოთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად და დავანახოთ ორიციკლის ჩამგდებ,კატენაჩიოს მოტრფიალე რ თემურასმწვრთნელი არარაობაა,რა შეუძლია ქართულ ფეხბურთს,საქმის მცოდნე კაცის ხელში
Rooterdami-Niderlandebidan
09:57 17-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული