ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დაასრულა და დადგა დრო გადაწყვეტილების მიღების - ისევ თემურ ქეცბაია დარჩეს ნაკრების მწვრთნელად თუ გუნდი სხვამ უნდა ჩაიბაროს?

ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიმღები ფეხბურთის ფედერაცია იქნება და არა ქვეყნის ხელისუფლება - უკვე არის ამის საშუალება. ეს კი საქმეს უფრო აადვილებს - ნაკრების სვე-ბედი სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება და არა ყოვლისმცოდნე ლიბერტარიანელების.

თუმცა სირთულე ამით ბოლომდე მაინც ვერ მოიხსნება - ქეცბაიას კონტრაქტით კიდევ ორი წელი დარჩა. თუ ფედერაცია მოისურვებს ნაკრების მწვრთნელის შეცვლას, ახლანდელ თავკაცს ორი წლის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ქეცბაიას
ხელფასს სახელმწიფო იხდის, მაგრამ ვინ გადაიხდის კომპენსაციას? როგორია, სახელმწიფოს უთხრა, მწვრთნელი უნდა შევცვალო, საკომპენსაციო 2 მილიონი ლარიც შენ უნდა გადაიხადო და ახალი მწვრთნელის ხელფასიცო?!

ფედერაციისგან ჯერ არ მოგვისმენია ისეთი განცხადებები, რომ ქეცბაიას ბოლომდე ენდობიან, რომ მან კიდევ ორი წელი უნდა იმუშაოს ნაკრებში, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.

მოკლედ, რამდენიმე ვარიანტი იქნება:

პირველი: ფედერაცია უარყოფითად შეაფასებს მწვრთნელის მუშაობას და მას კონტრაქტს გაუწყვეტს. ასეთ შემთხვევაში კომპენსაცია იქნება გადასახდელი, თუმცა ვინ და როგორ გადაიხდის ამხელა თანხას, გაურკვეველია.

მეორე: ფედერაცია არ შეუწყვეტს კონტრაქტს ქეცბაიას, რითიც, ფაქტობრივად, იმას იტყვის, რომ კმაყოფილია ნაკრების შედეგით, ქეცბაიას მიერ არჩეული გეზით და იმ სიტუაციით, რაც ნაკრებისა და მის გარშემოა. ვფიქრობ, ფედერაცია ტყუილის თქმას მოერიდება.

მესამე: ქეცბაია თვითონ იტყვის უარს ნაკრებში კიდევ ორი წლით მუშაობაზე და ყველანაირი უხერხულობა მოიხსნება. თუმცა ამისი ნება მისგან ჯერ არ ჩანს.

მეოთხე: სახელმწიფო აღარ გადაიხდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასს და ამას იმით დაასაბუთებს, თუ რაც ხდება ჩვენი ნაკრების გარშემო. ანუ კითხვას დაუსვამს ფედერაციას: რაში მახდევინებ ამდენ თანხას?

მეხუთე: ეს შეიძლება კავშირში იყოს მესამე ვარიანტთან - ქეცბაიას გამოუჩნდება კარგი შეთავაზება და არჩევანს ახალ გამოწვევაზე გააკეთებს.

რომელ ვარიანტს აქვს ყველაზე მეტი შანსი? ძნელი სათქმელია, რადგან ძალიან ჩახლართულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე - სახელმწიფომ დაიქირავა მწვრთნელი, რომელმაც, თავის მხრივ, კონტრაქტი ფედერაციასთან გააფორმა. მერე ხელისუფლება შეიცვალა და საბოლოოდ, მივიღეთ ლაბირინთი.

ეროვნული ნაკრები ყველასია და ყველას აქვს უფლება, უქომაგოს აქ ჩამოთვლილ თუ სხვა ვარიანტებს. მე მგონია, რომ საუკეთესო ვარიანტი მეხუთე იქნება, რითიც ყველაზე დელიკატურად მოგვარდება პრობლემა...

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 18 /
უარესი შედეგი ნეტავ რომელია?

ვაგებთ და ვთამაშობთ სამარცხვინოდ!
ბოსნიური კლუბები ხომ აზანზარებს ევროპას. მარტო ქეცბაიაში არ არის პრობლემა, მაგრამ მისი წასვლა ერთერთი აუცილებელი პირობა არის, სხვა სისტემურ და საკადრო ცვლილებებთან ერთად.

ასე რომ მარტო ქეცბას ნუ შესდგებითვჟურნალისტები, გააღრმავეთ კრიტიკა და ანალიზი კონკრეტული მიმარტულებებით.
რეზო
19 ოქტომბერი 2013 11:49
0
ქეცბაის რას ერჩიან ვერ გავიგე, ახლანდელ პეხბურთელებშია პრობლემა ელემენტარული სათამაშო გამოცდილება არ აქვთ არ იციან რას ნიშნავს პეხბურთელისთვის დისწიპლინა უბრალოდ კლასი არ ააქვთ
giga
19 ოქტომბერი 2013 10:19
0
ქეცბაის რას ერჩიან ვერ გავიგე, ახლანდელ პეხბურთელებშია პრობლემა ელემენტარული სათამაშო გამოცდილება არ აქვთ არ იციან რას ნიშნავს პეხბურთელისთვის დისწიპლინა უბრალოდ კლასი არ ააქვთ
giga
19 ოქტომბერი 2013 10:18
0
თქვენი გამკვირვებია ბატონებო, უარესი რაღა უნდა იყოს?...დანიშნონ გეგუჩაძე მწვრთნელად და დაგვანახებს გვყავს თუ არა ფეხბურთელები...დროზეა ეს გასაკეთებელი, თორემ ეს უვიცი უნამუსო თვითონ წამსვლელი არაა მით უმეტეს იცის რომ გაუგებრპბაშოა ფედერაცოა. ვერც ხსნის და ფული კი სახელმწიფოსგან მიდის... იგივე ჩვენგან...
murtalo
19 ოქტომბერი 2013 03:00
0
კარგი რა მოეშვით სხვის ჯიბეში ყურებას.
ვინც არ უნდა მოვიდეს ქეცბაიას გარეშე, ვერაფერს გააკეთებს-ვეთანხმები, მაგრამ შეიძლება ისე გააფუჭოს რომ დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდეს.
ამაზე თუ ფიქრობენ.
ჯ.ჩ. -სა და murtalo-სთვის ადვილია. გაუშვით. გაშვება ადვილია, მთავარია შედეგი რა იქნება. საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლენა შედეგი უარესი იყოს.
kolia
18 ოქტომბერი 2013 13:19
0
„ ეს კი საქმეს უფრო აადვილებს - ნაკრების სვე-ბედი სპეციალისტების ხელში აღმოჩნდება და არა ყოვლისმცოდნე ლიბერტარიანელების.“

როდესაც ამას სპორტული ჟურნალისტი წერს, წერილის კითხვა უნდა შეწყვიტო და შემდგომში მისი გვარის დანახვაზე არცერთი სტატია არ უნდა წაიკითხო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბ-ნი დავით თავართქილაძე პოლიტიკას ჩრის საკითხებში, რომელიც არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. როგორც ჩანს, მას წარმოდგენა არ აქვს არც იმაზე, თუ რა არის ლიბერტარიანელობა და არც ის ახსოვს, ვინ იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელები. ნაკრების პრაქტიკულად ყველა მწვრთნელი, ქეცბაიას ჩათვლით, არ წარმოადგენდა ხელწამოსაკრავ ფიგურას. ტოპმიოლერი და კუპერი საერთოდ ევროპაში გამორჩეული მწვრთნელები იყვნენ, მაგრამ ჩვენს ნაკრებში შედეგს ვერ მიაღწიეს. ქეცბაიამ რაც ანორთოსისით გააკეთა, ნებისმიერ სხვა ქართველ მწვრთნელს სანატრელი აქვს. ამოჩემებული აქვს ყველას, რომ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 3 ბურთი გაიტანა შესარჩევში. თქვე ოჯახაშენებულებო, 8-დან 4 თამაში ესპანეთთან და საფრანგეთთან ჰქონდა ჩვენს ნაკრებს და ამ 4 თამაშში რომ სულ 6 ბურთი გაუშვა, ის არ გიკვირთ? ესპანეთთან და საფრანგეთთან თბილისში ნათამაშევი მატჩები ხომ აშკარად გამოირჩეოდა წინა წლების თამაშებისაგან. რეალურად ნაკრებს ჩავარდნა ჰქონდა მხოლოდ ერთ თამაშში - ფინეთთან თბილისში. რასაკვირველია, 3 გოლი ძალიან ცოტაა, მაგრამ რეალურად 4 თამაშში შეტევაზე ფიქრიც არ გამოდიოდა (თუმცა მომენტები შევქმენით ფრანგებთანაც და ესპანელებთანაც). ნაკრები გამართულად თამაშობდა და ოდნავი გამართლებით მესამე ადგილსაც აიღებდა ამ ქვეჯგუფში. მეც არ მომწონს ერთი თავდამსხმელით თამაში და რასაც დავუწუნებდი ქეცბაიას, არის ის, რომ მან ვერ დახვეწა უფრო სუსტ გუნდებთან თამაშის ტაქტიკა. აშკარად მეტი თავდამსხმელით არის საჭირო თამაში. ფეხბურთელებთან ურთიერთობაც ცალკე საკითხია, თუმცა აქ მარტო ქეცბაიას ბრალიც არ არის. ფეხბურთელებსაც მიუძღვით წვლილი. ნაკრებს ნამდვილად აქვს პოტენციალი, მაგრამ მისი გამოვლენა უჭირს. შეიძლებოდა შეთამაშების პრობლემის მოხსნაც, რომ ნაკრები შეკრებილიყო ერთი თვით მაის-ივნისში, მაგრამ ფეხბურთელებსაც ხომ უნდათ დასვენება. მოკლედ, ეს ჯადოსნური წრეა. და ბოლოს, ხელფასზე თუ მიდგა საქმე, მართლაც დიდი სანაკრებო მწვრთნელების ხელფასები წელიწადში 5 მილიონი გირვანქიდან იწყება დღეს. ჰო-და, ვართ ამდენის გადამხდელები ამ ნაკრებში, მით უმეტეს, რომ შედეგის გარანტია არ იქნება?
თემო
18 ოქტომბერი 2013 11:39
0
მათეს. თუ კი მწვრთნელს მნიშვნელობა არა აქვს,მაშინ მილიონის ნაცვლად უსახელო მწვრთნელს მივცეთ ათჯერ ნაკლები და ის თანხა ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთ.
ჯ.ჩ.
18 ოქტომბერი 2013 11:08
0
მათეს დავეთანხმები. დარწმუნებული ვარ ქეცბაიას ნაცვლად ვინც არ უნდა მოიყვანო, გინდაც მაურინიო ან კაპელო, შედეგი იქნება უარესი. ამ ვაიჟურნალისტებმა კიდე დაგვანებობ თავი, როგორ ყველა საქმეში ჟურნალისტებიბ გახდნენ ყველაფრის ექსპერტებიები
david
18 ოქტომბერი 2013 10:26
0
ქეცბაია სწორი ტაქტიკით მუშაობს,უნდა ვიყოთ რეალისტები ზედმეტი ყიჟინი ერთიანი საფეღბურთო ფილოსოფიას უშლის ხელს.
ilia
18 ოქტომბერი 2013 09:43
0
ბატონო ფეხბურთის მოყვარულებო და "ექსპერტებო", საქართველოს ნაკრებისგან წარმატებას რომ ითხოვთ, ერთი ქართული კლუბი ევროთასების ჯგუფურ ტურნირში თუ გავიდა, ან ერთი ქართველი ფეხბურთელი მაღალი დონის ჩემპიონატში საშუალო კლუბში მაინც თუ თამაშობს?! ეს ძალიან მარტივი და არახალი კითხვაა. ჰოდა, პასუხიც ხომ ყველამ იცის, ქართული ფეხბურთი რა დონეზეც არის, იმ დონის არის ნაკრებიც. იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელს რომ თავზე წარმოდგენა აქვს, რა შედეგი უნდა მოითხოვო. ქეცბაიას ჩააბარეთ ესპანეთის ნაკრები, დელ ბოსკეს საქართველოსი და ვნახოთ ვინ მოიგებს. არ მოგწყინდათ ეს უაზრო ამპარტავნობა? დაანებეთ თავი მესხის, ყიფიანის და 30-40 წლის წინანდელი წარმატებებით თავის მოტყუებას. ნაკრების მწვრთნელმა სამდღიან შეკრებაზე რა უნდა უყოს ფეხბურთელს, დრიბლინგი ასწავლოს,სირბილი თუ თავით თამაში. ხუთ მეტრში პასს ვერ აკეთებენ, რა შედეგიც აქვთ, იდეალურია.
Mate
17 ოქტომბერი 2013 23:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული