საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
17 ოქტომბერს ფიფა-კოკა-კოლამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები 350 ქულით მე-100 პოზიციას იკავებს. გასული თვის რეიტინგში "ჯვაროსნები" 97-ე ადგილზე იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 15 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა და ჯგუფში 5 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში შეძლო გამარჯვება, ორი ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

გთავაზობთ რეიტინგის საუკეთესო ოცეულს:

1 (1). ესპანეთი - 1513
2 (3). გერმანია - 1311
3 (2). არგენტინა - 1266
4 (5). კოლუმბია - 1178
5
(6). ბელგია - 1175
6 (7). ურუგვაი - 1164
7 (14). შვეიცარია - 1138
8 (9). ჰოლანდია - 1136
8 (5). იტალია - 1136
10 (17). ინგლისი - 1080
11 (8). ბრაზილია - 1078
12 (16). ჩილე - 1051
13 (13). აშშ - 1040
14 (11). პორტუგალია - 1036
15 (12). საბერძნეთი - 983
16 (18). ბოსნია - 925
17 (19). კოტ დივუარი - 917
18 (10). ხორვატია - 901
19 (15). რუსეთი - 874
20 (26). უკრაინა - 871

ასევე იხილეთ:

ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რეიტინგი მაგარი უაზრობაა. რა უნდა კოლუმბიას მეოთხე ადგილზე, ან ბელგიას მეხუთეზე. მთავარი შედეგია, შედეგი კი ყველასთვის სხვადასხვაა. საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგი უახლოეს 20 წელში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილია. მთავარი ფეხბურთელების დონეა, თორემ მწვრთნელი ქეცბაია იქნება თუ მოურინიო, მეათე ხარისხის საქმეა. საქართველოში გოლის გამტანი კი არა, კარის მიმართულებით დამრტყმელი ერთი ფეხბურტელი არ მოიძებნება, რა შედეგს ითხოვთ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის 12-14 წლის ბავშვების მზადება დაიწყეთ გაძლიერებულად, თორემ დღევანდელ თაობის თითო ფეხბურთელს თითო მოურინიო, ფერგიუსონი და გვარდიოლა რომ დაუყენო, ვერაფერს მიაღწევენ.
გიგა
23:53 17-10-2013
0
ამის ქვემოთ კიდევ 107 ქვეყანაა, თუმცა მხოლოდ 10-ია ევროპული, კერძოდ სან-მრინო(207-ე),ანდორა(200),ფარერის კ-ბი(175), ლიხტენშტეინი(158) მალტა(140),ყაზახეთი (135),კვიპროსი(134),ლუქსემბურგი(127),ლატვია(117) და ლიტვა(103).აი ეს არის სინამდვილე,რასაც ერიდებიან როგორც ჟურნალისტები, ისე სპეციალისტები.
Zviadi
15:20 17-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული