"ვინც უნდა მოვიდეს ნაკრებში, ქომაგის ნატვრას ახლა ვერავინ აასრულებს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ჩვენებურ მენეჯერებს ლამის უსაქმოდ ტოვებს. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც ჩვენი ფეხბურთელები სერიოზული კლუბების სამიზნეში აღარ არიან.

ამიტომ ნამდვილი "განძის" მოსაძებნად მენეჯერებს ერთმანეთში დიდი კონკურენცია აქვთ...

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ამჟამად ფიფას აგენტის, გოგა გახოკიძის თქმით, ქართველებს ევროპაში არასპორტული მოტივებითაც ერიდებიან:

"ახალი ამბავი არ არის, რომ ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს ხასიათს უწუნებენ... საქმისადმი არაპროფესიული დამოკიდებულების მაგალითი არა ერთი და ორი გვქონია და ამის გამო ქართველებს, ზოგადად, სახელი გატეხილი გვაქვს.

არადა, უმრავლესობას არც შრომა ეზარება და დისციპლინითაც გამოირჩევა".


საქართველოს ნაკრების
ყოფილი ნახევარმცველი სხვა პრობლემაზეც ლაპარაკობს:

"არის კავშირები, შეიძლება, რომელიმე კლუბი ქართველით დააინტერესო და მოთამაშის გასინჯვას დათანხმდეს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საქართველოში ჩამოსვლა არავის სურს.

Sportall.Geერთია, როცა მოთამაშე უცხოურ გუნდში ისინჯება და მეორე, როცა მათ საკუთარ ქალაქსა და გუნდში ვიღაც დააკვირდება. ფეხბურთელის რეალურ შესაძლებლობებს მხოლოდ ასე შეაფასებ. მაგრამ ისეთი ჩემპიონატი გვაქვს, რომ ძნელია, ვინმე დააინტერესო.

უცხოელი სელექციონერები მხოლოდ ნაკრების თამაშებს თუ ესწრებიან და ისიც მაშინ, როცა ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიასა და ინგლისს ვხვდებით.

ამას გარდა, ევროკავშირის ქვეყნებში არაევროკავშირელის დამატებაზე სერიოზული გადასახადებია. მაგალითად, ჰოლანდიაში 540 ათასი ევროა.

მართალია, "დიორის" პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა ოდილაძემ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში პროცესი მოიგო და ქართველი ევროკავშირის წევრ უნგრეთში ლეგიონერად არ ითვლება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყანაში ვერ ამოქმედდა - არაევროკავშირელებს მაინც საკმაოდ ზღუდავენ.

ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობა ამ ბარიერის გამოც გართულდა".


გახოკიძე ახალს არ ამბობს იმით, რომ ქართულ ფეხბურთში მძიმე მდგომარეობაა:

"ამ ვითარებიდან თავის დაღწევა ერთეულების ძალისხმევით შეუძლებელია. ამ საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ფეხბურთს მიხედოს.

თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი მადა აქვს და გვსურს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გავიდეს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს შეუძლებელია.

ვინც უნდა მივიდეს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, რაღაც შეცვალოს, მაგრამ არა რადიკალურად - გულშემატკივრის ნატვრას ახლა ვერავინ აასრულებს. ჩვენს ფეხბურთს საკმაოდ კარგი ტრადიციები რომ ჰქონდა, ეს წარსულია, ახლა კი საფუძველს არაფერი გვიმყარებს.

სამწუხაროა, რომ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე არ გვყავს და ნაკრებში კონკურენცია არ არის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბსოლიტურად მართალია გოგა. მარალი კლასის ფეხბურთელების ნაკლებობაა საქათველოში. სამწუხაროა, რომ ფიფას რეიტინგში აზერბაიჯანმაც კი გაგვისწრო, აღარაფერს ვამბობ სოხეთის ნაკრებზე, რომელიც ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა.
zvio
11:22 01-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული