თემურ ქეცბაია, კონტრაქტის თანახმად, საქართველოს ნაკრებში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განვლილი საფეხბურთო სეზონი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე, "საფეხბურთო მიმოხილვაში" შეაჯამა. თემურ ქეცბაია დადებითად აფასებს მსოფლიო თასის განვლილ საკვალიფიკაციო ციკლს და გუნდის მიერ დაკავებულ მეოთხე ადგილს.
თემურ ქეცბაია ასევე იმ ფეხბურთელების საკითხს შეეხო, რომლებმაც მიმდინარე ციკლში გუნდში ჩამოსვლაზე უმიზეზოდ უარი განაცხადეს.
"საფეხბურთო მიმოხილვა" მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა და გადაცემა 90
დღეს ამ თემაზე კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმაც გააკეთა.
"თემურ ქეცბაიას თემა და ზოგადად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია.
სახელმწიფო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
სამინისტროს რა შესაძლებლობაც აქვს, ესაა იმ სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვა და კორექტირება, რასაც დასაფინანსებლად წარმოადგენს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
წყარო: msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]