ზურაბ ხიზანიშვილი: როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო...

AutoSharing Option
ზუსტად ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა:

"არ მინდა, ეს გადაწყვეტილება ვინმემ ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის"...


ვეტერანმა მცველმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 91 მატჩში უთამაშია, მიზეზის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა 18 ნოემბერს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თემურ ქეცბაიას განცხადებების შემდეგ ხიზანა თავად დაუკავშირდა "კვირის პალიტრას":

- დიდი ხანია, ასე არაფერს გავუბრაზებივარ... ვცდილობ ხოლმე, ადამიანის ნებისმიერ საქციელს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე იმდენი
ტყუილი, რაც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილაპარაკა.

მერე რა, რომ მხოლოდ ამისულაშვილის გვარი ახსენა? ფაქტობრივად, ერთიანად "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი...

ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ინტერვიუსგან თავს იმიტომ ვიკავებდი, რომ არ მინდოდა "ცალკარას" თამაში. გითხარით კიდეც - კარგი იქნება, თუ ამ თემაზე მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების ერთობლივი შეკრებისას ვილაპარაკებთ-მეთქი, მაგრამ... ქეცბაიამ ისეთი რაღაცები იკადრა, აღარაფერს მოვერიდები...

იმის თქმა, ნაკრები მეექვსე ადგილზე იყო დამარხული და მე ამოვთხარეო, არ არის ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა? მინდა, ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვო: თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ!

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან წამოვედი და არა ნაკრებიდან! თუ მიმიწვევენ, ისევ ვითამაშებ...

- ნაკრების მწვრთნელი ვარჯიშზეც ისეთი ემოციურია, როგორიც ჟურნალისტებთან იყო?
- თემური ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა, რატომ არ ჩამოდის ჯანო ანანიძე? ქეცბაიას ზოგიერთი ფეხბურთელი კი უთმენს გინებას, მაგრამ ყველა ხომ არ მოუთმენს? ანდა, რა გასაკვირია, ქართველმა კაცმა დედის გინება რომ არ მოითმინოს?

როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა ითამაშოს?!

ასეთ ვითარებაში ნურავის გაუკვირდება, თუ რომელიმე მოთამაშე მოიმიზეზებს, ტრავმა მაქვს და ვერ ჩამოვალო...

- ნაკრების მწვრთნელს ფედერაციასთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს...
- ფედერაციას კიდევ ერთხელ ვთხოვ: ჩამოაშორონ ეს კაცი ნაკრებს! ჰკითხეთ ნაკრების ფეხბურთელებს და თუ უმრავლესობა იმავეს არ გეტყვით, ხმას აღარ ამოვიღებ!

- მაინც რატომ უნდა წავიდეს თემურ ქეცბაია? თამაშის ხარისხი არა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, შედეგი მაინც ხომ გაუმჯობესდა?
- უპირველესად, იმიტომ უნდა წავიდეს, რომ ნაკრებს აღარ უნდა! ფეხბურთელებს აღარ უნდათ, რომ მათი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყოს! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ... დღეს ის მარტოა და არავის ენდობა, არც თანაშემწე ჰყავს, არც ფიზმომზადების მწვრთნელი...

იხილეთ სრული ინტერვიუ


რატი შელეგია
www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
მკითხველის კომენტარები / 29 /
ერთი ის ვიცი, რომ ვისაც აგინებენ 100-დან 95 შესაგინებელია. შეიძლება იმ 5%-ში მოხვდა ხიზანა! არ ვიცი, შეიძლება ასეა.
malkhazi
16:50 29-11-2013
0
როცა შედეგი არაა, მაშინ ყველაფერი ცუდად აღითქმება. მორჩა და გათავდა. აბა აეღოთ თუნდაც მესამე ან მითუმეტეს მეორე ადგილი! ხიზანას მაშინვე დაავიწყდებოდა, რამდენჯერ შეაგინა ... ქეცბამ.
zizi
12:22 29-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული