იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: "როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო..."
საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ქეცბაიას სატელევიზიო თოქ-შოუში ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა.
იხილეთ: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
გადაცემის გასვლის შემდეგ ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ ალექსანდრე ამისულაშვილმა განაცხადა.
იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ
თემურ ქეცბაია:
ხიზანიშვილს მინდა შევახსენო, რომ როცა მე მოვედი ნაკრებში, გუნდს, რომელშიც ისიც თამაშობდა, ორი წელი თამაში არ ჰქონდა მოგებული და მეექვსე ადგილზე გავიდა...
ეს ყველაფერი შეიძლება ომს შევადარო. არის პირველი და მეორე ხაზი - მეორე იცავს პირველის ზურგს... როცა პირველი ხაზის მებრძოლი უკან მოიხედავს და ზურგში არავინ არის - ყველა გაქცეულია, ყველა უკვე სახლშია…
და ასეთი ადამიანი გამოდის და ლაპარაკობს ქართული ფეხბურთის წინსვლაზე...", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.