სფფ-ის განცხადება თემურ ქეცბაიას კონტრაქტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ, გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადავო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდეა ძალაში, რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2-წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო
არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს:

"კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა.

კონტრაქტი 4-წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე."

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ
მკითხველის კომენტარები / 8 /
თვით ის ფაქტი რომ ქეცბაიასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაზე ამდენი საუბარია, თავისთავად იმას ნიშნავს რომ ქეცბაია სუსტი მწვრთნელია. მაურინიოს ფეხბურთში არავითარი სიახლე არ მოუტანია, მისი არცერთი ვარჯიშიც კი არაა შეტანილი ფეხბურთის სახელმძღვანელოში,მაგრამ ის უკვე გენიალური მწვრთნელია იმიტომ რომ ძლიერი ფსიქოლოგი და განათლებული ადამიანია.სამწუხაროდ ბატონი ქეცბაია არამარტო დაბალი დონის მწვრთნელია, არამედ თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე.არ მესმის იმ გულშემატკივრების ვინც ამბობს რომ მის შეცვლას აზრი არა აქვს.დარჩენას რა აზრი აქვს?
svansky
17:49 28-11-2013
0
ხალხნო, მარტო მწვრთნელი რას გავა, ფეხბურთელები რომ არ გვყავს მაგას რატომ არავინ არ ამბობთ. 80 კილოგრამოანი ხალხი "დადის" (და არა დარბის) სტადიონზე, პასის მიცემა არ იციან, კარი დარტყმა არ შეუძლიათ, ბურთის მიღება არ შეუძლიათ. ეროვნულის მწვრთნელის კომპეტენციაში არ შედის ამ ყველაფრის სწავლება ფეხბურთელებზე. ეს ფეხბურთელმა კლუბში უნდა ისწავლოს და პრაქტიკა გაიაროს. ეროვნულის მწვრთნლემა კი უნდა დაალაგოს ტაქტიკა... იმ ფეხბურთელებით რომელიც ჩცვენ გვყავს წარმატებას ვერ მივაღწევთ ვერც გვარდიოლათი, ვერც მოურინიოთი და ვერც გეგუჩძეთი. ჩავხედოთ რეალობას თვალებში, ფეხბურთელები არ გვივარგა (ძირითადი ნაწილი). საქართველო არ არის საფეხბურთო ქვეყანა და მომდევნო 6-8 წელი არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს (სანამ 19 და 17 წლამდელები არ გაიზრდებიან და არ დაღვინდებიან ფეხბურთში). ვაცალოდ ამ კაცს ევროპა 2016-ის შესარჩევიც და მერე გავაკეთოდ დასკვნები. ქეცბაიამ დაიღუპა კარიერა ახლა გეგუჩაძეს ჩაძირვაც გვინდა. დავანებოთ ამ კაცს თავი... ყველაზე დიდი მარაზმი ის არის რომ ჯგუფიდან რომ გავსულიყავით ფეხბურთელების დიდებას დავიწყებდით და რომ ვერ გავედით, ქეცბაიას ვაგდებთ. იქნება აჯობებდა ფეხბურთელები გაგვეყარა გუნდიდან და სხვები მოგვეყვანა??? ოოო, სხვები არაგვყავს და ეს ნაგავი (უმეტესობა და არა ყველა) უნდა ვათრიოთ სხვადასხვა მწვრთნელით
zuka
10:41 28-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული