ვინაიდან ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ, გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადავო პუნქტები.
თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდეა ძალაში, რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.
რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2-წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო
აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს:
"კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა.
კონტრაქტი 4-წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე."
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ
რეფორმა სახელმწიფოს დახმარებით და მკაცრი კონტროლით ფინანსების...თორემ უკვე 22წელია ვოცნებობთ(სამარცხვინოა ერთხელაც ვერ მოვხვდით ეუროზე ან მუნდიალზე,და კლუბების შედეგებიც სამარცხვინოა)...
პ.ს.მოკლედ-იოჰან კროიფი!!!საქართველომ ესპანელთა ჰეგემონია უნდა დაამთავროს!2018წელს ლუჟნიკებში ფინალია!!! წინ კიდევ 5წელია და დავაწერინოთ კროიფს 5-წლიანი გეგმა!!!ქვეყნის ხემძღვანელობას არ უნდა ლუჟნიკებში საქართველოს ჰიმნზე ფეხზე დააყენოს იმპერია?