სფფ-ის განცხადება თემურ ქეცბაიას კონტრაქტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ, გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადავო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდეა ძალაში, რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2-წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო
არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს:

"კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა.

კონტრაქტი 4-წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე."

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქეცბაიას შეეშვით, ფეხბურთს მიხედეთ.
dalesi
21:39 27-11-2013
0
იოჰან კროიფი!!!იოჰან კროიფია საჭირო კონსულტანტად!!!მთლიანად საფეხბურთო სისტემაა შესაცვლელი მთელ საქართველოში!მარტო დინამო ვერ გაქაჩავს-კონკურენციააა საჭირო.თუ კონკურენცია არ იქნება,არც ძლიერი უცხოელი ლეგიონერი ჩამოვა და ა.შ.....
რეფორმა სახელმწიფოს დახმარებით და მკაცრი კონტროლით ფინანსების...თორემ უკვე 22წელია ვოცნებობთ(სამარცხვინოა ერთხელაც ვერ მოვხვდით ეუროზე ან მუნდიალზე,და კლუბების შედეგებიც სამარცხვინოა)...
პ.ს.მოკლედ-იოჰან კროიფი!!!საქართველომ ესპანელთა ჰეგემონია უნდა დაამთავროს!2018წელს ლუჟნიკებში ფინალია!!! წინ კიდევ 5წელია და დავაწერინოთ კროიფს 5-წლიანი გეგმა!!!ქვეყნის ხემძღვანელობას არ უნდა ლუჟნიკებში საქართველოს ჰიმნზე ფეხზე დააყენოს იმპერია?
akhali
21:54 27-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული