მოსაზრება: ბრძოლის ჯენტლმენური და ხისტი მეთოდები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2013 წლის ორომტრიალი იმით დასრულდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ისევ თემურ ქეცბაია გახლავთ.

ქეცბაიამ, ნაკრებმა და გულშემატკივარმა ძალიან რთული წელიწადი გადაიტანეს - წარუმატებლობებისა და კონფლიქტების, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირებების, ნერვული შემოტევებისა და მორიგი გაწბილების...

ეს ყველაფერი ნამდვილი ორომტრიალი იყო და ვნახოთ, როგორ გააკაჟებს ის ჩვენს უპირველეს გუნდს.

ცხადია, ქეცბაიას ახლა უფრო მეტი გამოცდილება ექნება, ვიდრე მაშინ, როცა საქართველოს ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა. ჩვენთან ასეა: ფეხბურთი თითქმის აღარ გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ ნაკრებმა რაღაც წარმატებას მიაღწიოს.

ფეხბურთის მოღონიერებას სახელმწიფოსგან ხელშეწყობა,
კერძო სახსრებიდან მეტი ფულის მოზიდვა სჭირდება - ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ რაღაცა უშლის ხელს ამ საქმეს.

ნაკრები კი ეროვნული საქმეა. ქეცბაიაც ავად თუ კარგად ეროვნულ საქმეს აკეთებს, შედეგი არ ჩანს, მაგრამ გუნდის მთავარსარდალი ისევ ის არის.

ისიც აშკარაა, რომ მას ვეღარ ექნება იმხელა ნდობა, რაც მანამდე ჰქონდა. მისი გაწვრთნილი ნაკრების ყოველი მორიგი მატჩი საპირწონე იქნება - შეცდომების ლიმიტი ხომ ამოწურულია.

ფეხბურთის ფედერაციის ამ ხელმძღვანელობას ებრძვიან. რამდენად ჯენტლმენურად მიმდინარეობს ეს ბრძოლა, რთული სათქმელია, ის კი ნაღდია, რომ ეროვნული ნაკრების შედეგები ფედერაციის უფროსობის სასარგებლოდ ვერ იქნება ამ ბრძოლაში.

არადა, ბრძოლა გრძელდება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა კვლავაც ძალზე პრესტიჟული, პოლიტიკური თანამდებობაა საქართველოში, ამ პოსტისთვის ბრძოლაში ჩარევა-არჩარევით ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასებაც კი არის შესაძლებელი.

...2014 საინტერესო წელი უნდა იყოს, ფედერაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისთვის კარგად შეამზადებს ნიადაგს, ოღონდაც, ყველაფერს თუ ამ კუთხით შევხედავთ, ვერ დაგვემართება კარგი საქმე - ნაკრებიც განზე დაგვრჩება და კლუბებიც.

ქვეყანაში კი ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს აღარ სჭირდება ქარიზმატული ლიდერები, ამის აუცილებლობა, უბრალოდ, აღარ არსებობს და, ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაც აღარ უნდა იყოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.

სახელმწიფო ფეხბურთს იმის მიუხედევად უნდა დაეხმაროს, თუ ვინ იქნება ფედერაციის სათავეში - ასე მგონია და თუ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვით, წარსულში დაბრუნება არაფერს მოგვცემს.

ქეცბაიას კი ახლა ყველაზე უფრო მხარდაჭერა სჭირდება, ოღონდაც, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ფედერაციასთან მისი კონტრაქტის პირობები გადასახედი არ უნდა იყოს.

ფაქტია, ქართული ფეხბურთის მესვეურები მოერიდნენ ხისტი გადაწყვეტილების მიღებას ქეცბაიასთან დაკავშირებით, თუმცა ნაკრების შედეგებზე და მის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აკისრია და, ალბათ, რაღაცაზე მოელაპარაკება ეროვნული გუნდის თავკაცს.

იყო საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი - გვარიანად რთული ხელობაა.

იყო ხელმოცარული ამ საქმეში - გვარიანად ძნელია ამასთან შეგუება ქვეყნის მთავარი გუნდის ქართველი მწვრთნელისთვის.

ფედერაცია და ქეცბაია - ის, რაც 2013 წელს უნდა მომხდარიყო, 2014 წლისთვის გადაიდო, საახალწლოდ ოდენ ვარაუდები უნდა ვიკმაროთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ჯურნალისტის აზრიტ საქარტველოს არ სჭირდება ქარიზმატული ლიდერი მაგრა სჭირდება მოღალატე ლიდერები რომლებიც ყოველ კვირას ხმას არ ამოირებს როდესაც რუსები 300 მ გადმოწევენ
gaga
10:04 02-01-2014
0
ეეჰ, გაგა, გაგა.....
სწორედ იმ ქარიზმატულის დროს წაიღეს ეგ მიწა.
isaka
15:58 02-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული