ქეცბაიას ოჯახის წარმომადგენელი დაუკავშირდა კვიპროსულ "თემა ონალინს" და უარყო ShowTime-cy-ს მიერ გავრცელებული ხმები.
იხილეთ:
ShowTime-cy: 9 იანვარს თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაინიშნება!
თემურ ქეცბაიას ოჯახი მის "ანორთოსისში" დაბრუნებას უარყოფს
შოთა გრიგალაშვილი: ქეცბაიას დანიშვნაზე მთელი კვიპროსი ლაპარაკობდა
გაზეთი "ლელო" ამბის გადასამოწმებლად ეროვნულ ნაკრებში ქეცბაიას ასისტენტ სოსო ჭედიას დაუკავშირდა, რომელმაც კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ხმები უარყო:
- თემურს ყოველდღე ველაპარაკები. მსგავსი არაფერი უთქვამს.
- ანუ
- მგონია, რომ ფანტაზიაა. თემურს "ანორთოსისში" დაბრუნება რომ სურდეს, არ დამიმალავდა.
ან დასამალიც რა არის? ინფორმაციაში წერია, თითქოს, ტექნიკურ დირექტორად 9 იანვარს დანიშნავენ. რომ დანიშნო, კაცი ადგილზე ხომ უნდა იყოს? არადა, ის ახლა საემიროებშია, სადაც კაშიაზე, ყაზაიშვილსა და ჭანტურიაზე დასაკვირვებლად "ვოლფსბურგი"-"ვიტესის" ამხანაგურ მატჩს დაესწრო.
10 იანვარს "ვიტესი" კიდევ ერთ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს და ქეცბაია იმასაც ნახავს.
- გვითხრეს, რომ ქეცბაიამ "ანორთოსისისგან" შეთავაზება მართლაც მიიღო...
- ეს თავადაც თქვა იმ გადაცემაში, ჟურნალისტები რომ შეხვდით - კვიპროსელები ახლაც მეუბნებიან, თუ გინდა პრეზიდენტი გახდი, ოღონდ ჩამოდიო. ერთი წელია ასე ეხვეწებიან, ეს სიახლე ნამდვილად არ არის, მაგრამ თემურის გეგმები ნაკრებს უკავშირდება.
ერთ ფაქტს გეტყვით და თავად განსაჯეთ - იანვრის ბოლოს ჩვენი გუნდები მოსამზადებლად თურქეთში მიემგზავრებიან და თემური მათ საკონტროლო შეხვედრებზე დასწრებასაც გეგმავს. აბა, კაცს ნაკრების მიტოვება და "ანორთოსისში" გადასვლა რომ სურდეს, ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვებას დაგეგმავდა?
ამიტომაც ვთქვი, ეს ყველაფერი ფანტაზია მგონია-მეთქი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"