ეს ინფორმაცია უარყო ქეცბაიას ოჯახმა, თუმცა ფაქტია, რომ ამის შესახებ მთელი საფეხბურთო კვიპროსი ლაპარაკობს.
9 იანვარიც დადგა და დღეს ქალაქ ლარნაკაში მართლაც იმართება კლუბის გენერალური ასამბლეა - დღეს ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე (საქართველოს დროით, 8 საათზე).
აი, რას წერს კლუბის ოფიციალური ვებსაიტი:
"ბორდის გადაწყვეტილების თანახმად, 9,15 წესის საფუძველზე 9 იანვარს, საღამოს 6 საათზე გაიმართება კლუბის საგანგებო
გენერალური ასამბლეა განიხილავს "ანორთოსისის" საფეხბურთო კომპანიის დაფუძნების საკითხს, რომელიც კლუბის საფეხბურთო მეურნეობას გაუძღვება სამომავლოდ. ასამბლეაში მონაწილეობა შეუძლია კლუბის ასოციაციის ყველა წევრს, რომელსაც საწევროს შესატანი 2013 წლის ჩათვლით აქვს დაფარული. ასამბლეაზე სხვა პირები არ დაიშვებიან".
ჩვენც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ასევე იხილეთ:
ShowTime-cy: 9 იანვარს თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაინიშნება!
თემურ ქეცბაიას ოჯახი მის "ანორთოსისში" დაბრუნებას უარყოფს
შოთა გრიგალაშვილი: ქეცბაიას დანიშვნაზე მთელი კვიპროსი ლაპარაკობდა
სოსო ჭედია: თემურ ქეცბაიას კვიპროსელები ერთი წელია ეხვეწებიან