საქართველოს ნაკრები კვლავ ასეულს მიღმააა, თუმცა "ჯვაროსნებმა" მდგომარეობა კიდე უფრო გაიუარესეს და ერთი ადგილით დაქვეითდნენ.
ჩვენს ნაკრებს, რომელსაც 330 ქულა აქვს და 102-ე ადგილზე იმყოფება, ამჯერად ყატარის ეროვნულმა გუნდმა გადაუსწრო (101-ე ადგილი; 333 ქულა).
საუკეთესო ოცეულში კი, წინა თვესთან შედარებით, ცვლილებები არაა. ლიდერობას კვლავ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ინარჩუნებს.