მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სანდიეგოელებმა გამარჯვება დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთზე მეტი არ გაუტარებია. სანაძემ მთლიანობაში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა და მისი შედარებით მცირე ხნით თამაშის მიზეზიც ეს უნდა იყოს.
არადა, დუდამ
სანაძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო ჯონი დი გახდა, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად, სამქულიანი არ ააცილა. დიმ 2 დღის წინ "გონზაგასთან" 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად კი პორტლენდელებს 4-დან 4 ჩაუგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა დაგროვდა, მეორე მექულე კი დენის კრამერი გახდა 15 ქულა-10 მოხსნით.
"სან დიეგო" ამ გამარჯვების შემდეგ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 30 იანვარს, სან დიეგოში, კონფერენციაში მეორე ადგილზე მყოფ "სეინთ მერისთან" ელის.
წყარო: gbf.ge