საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაღმასვლას განიცდის

AutoSharing Option
13 თებერვალს ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 103-ე ადგილზე იმყოფება.

ჩვენი ნაკრები კვლავ ასეულს მიღმა დარჩა და წინა რეიტინგის შემდეგ ერთი ადგილით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც 325 ქულა აქვს, ამჯერად ლიტვის ეროვნულმა ნაკრებმა გადაუსწრო (102-ე ადგილი, 326 ქულა).

საუკეთესო ათეულში კი მცირე ცვლილებებია. პირველ სამ ადგილს, შესაბამისად, ესპანეთის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები იკავებენ, ხოლო კოლუმბიის, ურუგვაის, იტალიისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები თითო ადგილით დაქვეითდნენ, თუმცა ათეულში ადგილი არ დაუკარგავთ.

შვეიცარიის ნაკრებმა კი 2 საფეხურით წინ გადაინაცვლა და
რეიტინში მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე თითო ადგილით წინ გადაინაცვლეს პორტუგალიისა და ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებებმა. შესაბამისად, მე-4 და მე-9 ადგილებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნის, სომხეთის ნაკრები 771 ქულით 30-ე ადგილზეა. ჩვენი მეზობლები 8 საფეხურით დაწინაურდნენ და რეიტინგში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს გადაუსწრეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ ნაკრებთან მიმართებაში უფრო დაბალი რეიტინგი რომ არ გვაქვს ისიც საკვირველია, მაგრამ შვეიცარია რომ ბრაზილიაზე წინ იქნება ხოლო ამერიკა საფრანგეთზე, ასეთ რეიტინგს რა ვუთხარი:)
murtalo
14:45 13-02-2014
0
მაგარი უაზრობაა, კაი გასაგებია ქულები არი დაჯამებული რაღაც დროის მიხედვით,მარა შვეიცარია და კოლუმბია ბრაზილიაზე წინ რო იქნება...თუნდაც ურუგვაი ან იტალია..ან პორტუგალიას ვაფშე რა უნდა იქ როცა მსოფლიოზე გასასვლელად პლეი ოფი დაჭირდა.
tornike
15:16 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული