თემურ ქეცბაია: ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში გერმანია, შოტლანდია, ირლანდია, პოლონეთი და გიბრალტარი არიან.

"ჯგუფის ფავორიტი გერმანიის ნაკრებია, დანარჩენი გუნდები კი ისეთები არიან, ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ", - თქვა ქეცბაიამ პირველ არხთან საუბარში.

ასევე იხილეთ:

მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 34 /
ის შესარჩევი ამ შესარჩევის მოსამზადებლად ხომ გამოვიყენეთ, და კიდე მე-3 ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ? ირლანდია და შოტლანდია რომელია აქედან გრანდი? მაგათთან ჩვენი მოსაგებია თამაში.

ან ეს გერმანია ვინ გაგიხდათ? აქაოდა რობოტები არიანო უეჭველი მოგვიგებენო, სადაც საფრანგეთი გავამწარეთ და ესპანეთი კინაღამ, გერმანია როდის აქეთ გახდა ამისთანა "უძლეველი" ?! რაღაცა კომპლექსები და პროვინციული ზედმეტი პატივისცემა მოიშორეთ რა, ღმერთის წყალობით ყველა შესარჩევში ერთ გრანდს ვამწარებთ რომ მონური ფსიქოლოგია არ გაგვივითარდეს, და რა ეხლა ჩაბარდით გერმანიას?!!!!
giorgi
19:50 24-02-2014
0
გამოუსწორებელი ოპტიმისტები, მხოლოდ კენჭისყრის შემდეგ ხართ, ხოლო როგორც კი ტურნირი დაიწყება ყველა ყველაფერს მიხვდება. ქეცბაია წინა წელს მეხუთე ადგილით ამაყობდა, ახლა მეოთხეზე იქნებ გაიყვანოს, ნამდვილად დიდი პროგრესი იქნება. ეგ ირლანდია არ იყო 4-0 რომ გაგიდოთ ამხანაგურში, ახლა უფრო დიდი ანგარიშით მოგიგებთ. თქვენი საშველი არაა მაინც. ხმას ნუ იღებთ საერთოდ ქართული(არ არსებული)ფეხბურთის მამებო
david67
22:38 24-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული