შეგახსენებთ, ალეკომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტური ვითარების გამო ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა.
იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ
ქეცბაიასთან ინტერვიუ წილისყრის დაწყებამდეა ჩაწერილი.
- ვის ისურვებდით მეტოქეებად?
- არავის განაწყენება არ მინდა. ყველა ნაკრებს აქვს თავისი ძლიერი მხარე. უფრო ის მაღელვებს, რომელი
- თუ ისურვებდით მეტოქედ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან რომელიმეს?
- თუკი რუსეთი, უკრაინა შეგვხვდება, პრობლემა არაა, ვითამაშებთ.
- ალბათ, გახარებთ ჯანოს ამბავი...
- რა თქმა უნდა, მახარებს. კარგია, როდესაც ქართველ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ჯერ ისედაც გვიჭირს დიდ ნაკრებებთან მეტოქეობა და როდესაც ჩვენი ფეხბურთელები უთამაშებლები არიან, ვითარება ორმაგად მძიმდება.
- "კრილია სოვეტოვის" მცველ ამისულაშვილთან დაკავშირებით რა ვითარებაა?
- ის ნაკრებში არ იქნება. ამისულაშვილმა თქვა, სურს მთელი ყურადღება თავისი კლუბის საქმეებს დაუთმოს. მე, როგორც ნაკრების მწვრთნელს, მსურს, მან ერთი-ორი წელი კიდევ ითამაშოს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ალექსანდრემ ასე ისურვა და მის გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი უნდა დაეთანხმოს.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ
მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა