თემურ ქეცბაია: მსურდა ამისულაშვილს ნაკრებში ერთი-ორი წელი კიდევ ეთამაშა

AutoSharing Option
23 თებერვალს გამართული ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის დროს, საფრანგეთში, ნიცაში მყოფ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას "სოვეტსკი სპორტის" კორესპონდენტი გამოელაპარაკა, რომელმაც ბუნებრივია, კითხვა რუსეთში მოთამაშე ჯანო ანანიძესა და ალექსანდრე ამისულაშვილზე დაუსვა.

შეგახსენებთ, ალეკომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტური ვითარების გამო ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა.
იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ


ქეცბაიასთან ინტერვიუ წილისყრის დაწყებამდეა ჩაწერილი.

- ვის ისურვებდით მეტოქეებად?
- არავის განაწყენება არ მინდა. ყველა ნაკრებს აქვს თავისი ძლიერი მხარე. უფრო ის მაღელვებს, რომელი
გუნდები შეგვხვდება მესამე და მეოთხე კალათებიდან. ახალი ფორმატის გამო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი ლამის ყველას უჩნდება.

- თუ ისურვებდით მეტოქედ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან რომელიმეს?
- თუკი რუსეთი, უკრაინა შეგვხვდება, პრობლემა არაა, ვითამაშებთ.

- ალბათ, გახარებთ ჯანოს ამბავი...
- რა თქმა უნდა, მახარებს. კარგია, როდესაც ქართველ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ჯერ ისედაც გვიჭირს დიდ ნაკრებებთან მეტოქეობა და როდესაც ჩვენი ფეხბურთელები უთამაშებლები არიან, ვითარება ორმაგად მძიმდება.

- "კრილია სოვეტოვის" მცველ ამისულაშვილთან დაკავშირებით რა ვითარებაა?
- ის ნაკრებში არ იქნება. ამისულაშვილმა თქვა, სურს მთელი ყურადღება თავისი კლუბის საქმეებს დაუთმოს. მე, როგორც ნაკრების მწვრთნელს, მსურს, მან ერთი-ორი წელი კიდევ ითამაშოს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ალექსანდრემ ასე ისურვა და მის გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი უნდა დაეთანხმოს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ
მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორ ყველა მოინდურა ამ კაცმა?!
zico
19:12 24-02-2014
0
სიმართლეს ლაპარაკობს ქეცბაია და არავის გსიამოვნებთ. ეფერეთ მაშინ ერთმანეთს პირში და კი ზიხართ მძ....ში.
ჯონსონ
23:16 24-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული