მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის! - თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია [სრულად]

AutoSharing Option
* თუ პოლონეთის ნაკრებთან წავაგებთ, ნაკრების მწვრთნელი აღარ ვიქნები!
* აკაკი ხუბუტია ამ ჩემპიონატში საუკეთესო იქნებოდა და ვინ დავაყენო ცენტრალურ მცველად?
* პირდაპირ ვაცხადებ: ამ საქართველოს ჩემპიონატში მეც ვითამაშებდი!
* ვიღაცაში არ შეგეშალოთ! მე არც ერთი ფეხბურთელი არ გამიყიდია.
* ვინ არის დვალი? სადაც წავიდა, ყველგან გამოუშვეს.
* მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის!


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან მატჩამდე ოთხი დღით ადრე ქართული მედიის ცნობისმოყვარეობა პრესკონფერენციაზე დააკმაყოფილა.

ნაკრებმა საპოლონეთო სამზადისი უკვე დაიწყო. ერთი რამ ცხადია - ნებისმიერი შედეგი, გარდა გამარჯვებისა, ეროვნული გუნდისთვის
წარუმატებლობად შეფასდება. ეს ბუნებრივიცაა. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი კარგავს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს. არადა, სწორედ ეს მისია იდგა ნაკრებისა და მისი მთავარი მწვრთნელის წინაშე შესარჩევი ციკლის დაწყების წინ...

ამაზე ბევრი დაიწერა და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ამიტომ სჯობს, ეროვნული გუნდის დამრიგებელს მოვუსმინოთ:

- მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. თანაც, ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, შესარჩევის დაწყებამდე რომ ვერავინ წარმოიდგენდა. გვეგონა, გერმანია პირველ ადგილზე იქნებოდა, არადა, ერთი ქულითაა ჩვენზე წინ... პოლონეთი ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მჯერა ჩემი გუნდის.

- თქვით, რომ ირლანდიასა და გიბრალტართან მატჩის შემდეგ მიიღებდით ნაკრებიდან წასვლის ან დარჩენის გადაწყვეტილებას. ამ მხრივ, პოლონეთთან შეხვედრაც მნიშვნელოვანია...
- ჩვენ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დავისახეთ ძალზე ამბიციური გეგმა - პლეი ოფის საგზური. რას წერენ საბერძნეთში, მე არ ვიცი. სანამ აქ ვარ, ვფიქრობ მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე. თუ ვერ მივაღწევთ შედეგს, ეს იქნება ჩემთვის ბოლო თამაში ამ პოსტზე.

- შედეგში რას გულისხმობთ?
- წაგების შემთხვევაში მე აღარ ვიქნები საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

- რომელი პოლონეთი უფრო ძლიერია - 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში რომ დავამარცხეთ თუ ახლანდელი?
- ჩემი აზრით, ეს პოლონეთი უფრო ძლიერია. ისინი რთულ თამაშს ელიან თბილისში. პოლონეთის ძალაზე მეტყველებს მისი სატურნირო მდგომარეობა ჩვენს ჯგუფში.

- რატომ არიდებენ თავს ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოსვლას?
- ეს ჩვენი პრობლემაა. ხშირად უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება გვიხდება. რაც შეეხება ამ ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებს, რა ვქნათ, გვიწევს უთამაშებლების გამოძახება. არ არის რესურსი.

- ესაუბრეთ თუ არა თორნიკე ოქრიაშვილს?
- ის ხვალ ჩამოვა. ვერ დავუკავშირდი პირადად, თუმცა ახლობლებს ვესაუბრე. ქართველებს ყველგან აქვთ პრობლემები და ყველგან თემურ ქეცბაია ხომ არ არის? ამაზეც დავფიქრდეთ...

- რატომ გამოიძახეთ ნაკრებში ოქრიაშვილი, ხუბუტია და კაკუბავა? ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, კაკუბავას გაყიდვა გინდათ... ოქრიაშვილმა სახეში შეაბოლა სიგარეტი ნაკრების მეორე მწვრთნელს. რატომ არ უხმეთ ჯაბა დვალს?
- ინტრიგანობაა ეს და მეტი არაფერი! ოქრიაშვილმა შეიძლება ერთი თვე არ ივარჯიშოს, მაგრამ ჩამოვიდეს და თამაში მოიგოს, მაგრამ ინტრიგანი ხარ და ეს არ გაინტერესებს.

- ნიკა ჭანტურია, თევზაძე, ტაბიძე... მიეცემათ ახალგაზრდებს შანსი?
- ნუთუ ვერ ხედავთ სხვაობას საქართველოს ჩემპიონატსა და ევროპას შორის? თუ ამას ვერ ხედავთ, მაშინ აზრზე არ ყოფილხართ. ხუბუტია საქართველოს პირველობაზე საუკეთესო იქნებოდა. საქართველოს ჩემპიონატში მეც კი ვითამაშებ.

რით ვჯობივართ გიბრალტარს? მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის! ზოგიერთ კლუბში ხუთი თვეა, ხელფასი არ აუღიათ ფეხბურთელებს. 0:8 წავაგოთ? თქვენ ეგ გინდათ! ვინ ვათამაშო? არ დამიტოვებია არავინ! ვიღაცაში არ შეგეშალოთ! მე არავინ გამიყიდია!..

ვინ არის დვალი? სადაც წავიდა, ყველა გუნდიდან გამოუშვეს. რა, ასე არ იყო? რომელს სჯობია - ჭანტურიას თუ გელაშვილს?

- ისევ პოლონეთთან თამაშზე ვთქვათ...
- მე რომ ეს ბიჭები სულ მყავდეს, ჩემპიონთა ლიგაში ვათამაშებ. მოკლე დროში ეს არ გამოდის. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა მოგება. ყველაფერს თავისი წესი აქვს... ხუბუტიას რომ არ დავუძახო, ვინ დავაყენო ცენტრალურ მცველად? ამაზე ხომ უნდა იფიქროთ?

ბიჭებისგან მოგებას ითხოვთ პოლონეთთანაც და სხვასთანაც, მაგრამ ამ მოთხოვნას ხომ უნდა ჰქონდეს რეალური საფუძველი? არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს. ჩვენი მედიის ნაწილს არ უხარია ნაკრების წარმატება. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას
goga
13:41 11-11-2014
0
ხალხო მიკვირს თქვენი ვინც ფეღბურთელებს ამართლებს და ქეცბაიას აკრიტიკებს,,,,ნუთუ ვერ უყურებთ რო ჩვენი ნაკრების 99% თავიანთ კლუბებში სკამებს ხეხავენ წონაშI არიან ფიზიკურათ სირბილი არ შეუძლიათ უდისციპლინოები არიან თავიან კლუბებში დუბლებშI თამაშობენ ზოგი განაცხადში ვერ ხვდება რა ქნას ამ კაცმა ამ გუნდიდთ ამიხსენით???ამათზე კაი თაობა გვყავდა ქინქლაძე არველაძეები ჯამარაული დემეტრაძე ცქვიტიშვილი რომელი ერთი ჩამოვთვალოოო კაი ტრეინერებიც გვყავდა რომელმა დადო შედეგიიი ერთი დამისახელეთ და ხმას არ ამოვიხებ????ამ თაობის ნაკრებიდან ორი კაცი იმსახურებს ნაკრებში თამაშს ხუბუტია და კანკაავა ხუბუტია იმიტომ რო ათასი ჩხუბი გადაუტანიაა თავის კლუბში რო ნაკრებშI ჩამოსულიყო ასათი ჯიგრიანი ბიჯები გვინდა ,,,ბაზარი არაა ოქროაშვილი ანანიძე ძალამიძე ყენია მჭედლიძე ნიჭიერები არიან მარა ესენი სულ სიგარეტის მოწევის და გულავის მეტი არაფერი უნდათ დავიჯერო ეხლა ოქრიაშვილი დედიკოს და მამიკოს გარეშე ვერ ძლებს???მაშIნ უკრაინაში როგორ ძლებდა??? ეს მხოლოთ მიზეზი იყო იგულავა ბიჯმა რესტორნიდან რესტორანშI ქეიფობდა სიგარეტს აბოლებდა ასე ძმაო სპორცმენი არ უნდა იქცეოდეს წონის პრობლემა როექნება ფეხბურთელს იქ მთავრდება ყველაფერიი,,,,ქეცბაია უნდა წავიდეს და წავა კიდევაც განა იმიტომ რომ მისი ბრალია ნაკრები ამ დგეში როა არა იმიტომ უნდა წავიდეს რო ენა ჩააგდებიოს ბარეორს მოვა სხვა და კიდე ვარეს დღერში ვიქნებით და ესე ვიტრიალოთ კრუგზე ყველა აკრიტიკებს ტრეინერს არადა ფეხბურთელებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი ვინც საქართველოს ნაკრების ღირსებას არ დეიცვამს ჯიგრულათ და მართლა თავს არ შეაკლავს მეტოქეს არ უნდა ჩამოასუნიო საქართველოში
temoqute
13:43 11-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული