საქართველოს ნაკრების მზადების I დღე: ვარჯიშზე გაგვაქვს, თამაშში? [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთთან მატჩის წინ პირველად 10 ნოემბერს ივარჯიშა. თემურ ქეცბაიამ შეგირდები "დინამო არენაზე" საათზე მეტხანს დატვირთა. წვრთნა საკმაოდ ინტენსიური იყო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ორშაბათს საქართველოს პირველი გუნდის შემადგენლობაში არ უვარჯიშიათ თორნიკე ოქრიაშვილს, ლევან მჭედლიძეს, ნიკა ძალამიძეს, ჯაბა კანკავას, უჩა ლობჟანიძესა და როინ კვასხვაძეს. ჩვენი ინფორმაციით, ყველა ეს ფეხბურთელი 11 ნოემბრისთვის ქეცბაიას განკარგულებაში იქნება.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, კანკავა კიევის აეროპორტშია და მოთმინებით ელის თბილისის ავიარეისს. ფრენა მცირე ხნით შეფერხდა.

რაც შეეხება კვასხვაძეს, კვიპროსული
"ოთელოსის" მეკარეს მამა გარდაეცვალა. ის სავარჯიშო პროცესს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

არ არსებობს პრობლემა არც დანარჩენი ფეხბურთელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, 10 ნოემბრის საღამომდე ასე იყო, თორემ საქართველოს ნაკრებს რას გაუგებ...

ვარჯიში სულ ცოტა ხნის დაწყებული იყო, როცა "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია მოვიდა. როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეჰფერის, ჰოლანდიიდან სულ რამდენიმე წუთის ჩამოსული კაშია სწრაფადვე ჩაერთო სავარჯიშო პროცესში.

წვრთნის დასრულების შემდეგ კაშია "ლელოს" არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა და მის ინტერვიუს ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვთქვათ, რომ "ვიტესის" კაპიტანი სრულად დაიტვირთა. გეხსომებათ, მას ბევრი გაუცდა ფეხის თითის მოტეხილობის გამო და მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გამოჩნდა არნემული გუნდის ძირითად შემადგენლობაში...

ახლა ისევ მოვლენათა ეპიცენტრში დავბრუნდეთ. თავდაპირველად, ქეცბაიამ ბიჭები გაახურა, მერე "კვადრატი" ათამაშა, რასაც ორმხრივი თამაში მოჰყვა. წვრთნა მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
შეგნებულად არ დავწერთ, საქართველოს ნაკრების რომელი ფეხბურთელი რომელ "გუნდში" თამაშობდა. ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვარჯიშებზე, მით უმეტეს, ოფიციალურ შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე, ძირითად შემადგენლობას ვერ დაადგენ.

ეროვნული გუნდი ირლანდიასთან საპაექროდ რომ ემზადებოდა (და მანამდეც), არაერთხელ ვცადეთ ვარჯიშებზე დაყენებული შემადგენლობების მიხედვით ნაკრების სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოდის - ყველაფერი იცვლება უშუალოდ თამაშის დროს.

ის კი ვთქვათ, რომ "ორკარას" მსვლელობის დროს საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ძალიან ზუსტად ურტყამდნენ კარში. გავიდა რამდენიმე ულამაზესი გოლი, რომელთაგანაც გიორგი პაპუნაშვილისა და გიორგი ჭანტურიას მიერ გატანილი გოლები უნდა გამოვარჩიოთ.

ვარჯიში ტრავმების გარეშე ჩათავდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთი ხეირიანად წვრთნის ბოლოსღა მოიკითხეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
koki
შენ ის ვერ გაგიგია და ვერ ხვდები, რომ სახელმწიფომ ის სეგმენტი უნდა დააფინანსოს პირველ რიგში, სადაც ჩავარდნაა ანუ ფეხბურთი. დაწყებული ბავშვთა ფეხბურთით და ა.შ.
დავაფინანსოდ მაშინ ჭოკით ხტომა, ჯომარდობა, ზუსტად შედეგი უნდა დადოს სპორტმა თორე ჩვენ არც იმდენად დალხენილი ბიუჯეტი გვაქ რომ ყველა სპორტი ვაფინანსოთ
0
გინდათ კარგი ნაკრებისთვის? გადააყენეთ ფედერაცია,უკლებლივ ყველა.
kola
13:55 11-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული