თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით მინაშვილის 10 ნოემბერს საავტორო გადაცემა "არენას" ესტუმრა. ქეცბაიას უყვარს ხმაურიანი გამოსვლები, თუმცა ამ გადაცემაში მან საკუთარ თავს გადააჭარბა...

დარწმუნებულნი ვართ, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ ქეცბაია ამ გადაცემას თუ ნახავს, სინდისის ქენჯნას იგრძნობს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოღვაწეობაზე საკუთარი აზრი გვაქვს და მისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, თუმცა ერთის კი მჯერა და ამაში ვერავინ და ვერაფერი გადამარწმუნებს - თემურს ჰქონდა, აქვს და ექნება სინდისი, თავისი ბუნებით ის მართალი კაცია. მაგრამ გუშინ მან ცხოვრების კრედოს, ოდინდელ გეზს
უგანა...

უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ გუნდში.

არავინ იცის, როგორ დასრულდება პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის ორშაბათ საღამოდან ქეცბაია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან ამ პოსტზე მუშაობა გუშინ დაასრულა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს აზრი ყველამ გაიზიაროს. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე ლამის ნახევარ სიცოცხლეს რომ ტოვებს...

ნუ იკითხავთ და, თურმე, "ჯვაროსანთა" ყველა წარუმატებლობა ჩვენი, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. ის კი არა, თურმე მავანთაგან მართულები ჩირგვში ვსხედვართ და მუდმივად იმას ველოდებით, რომ ეროვნულ გუნდს ფეხი დაუცდეს.

ეს სერიოზული ბრალდებაა. გვესმის, თემურმა ეს განცხადება მძაფრი ემოციური სტრესის ფონზე გააკეთა და "აფექტში მყოფ დამნაშავეს" ნაკლები მოეკითხება, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მან ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მოღალატეობა დაგვაბრალა!
იხილეთ ვიდეო
ქეცბაია მინაშვილს: "შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვისაც ნაკრების წარმატება არ უხარია"
Sportall.Ge
დიახ, ჩემი აზრია და არ მგონია, აქ მარტო ვიყო - ნებისმიერი ქართველი, ვისაც რაგინდარა მიზეზით საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, მოღალატეა. ეს ნაკრები საქართველოსია, მისი ყველა თამაში ნამდვილი ომია ჩვენი სამშობლოსთვის, ომების წაგებას რომ მიეჩვია. კიდევ ერთი წაგებული ომი ვის უნდა უხაროდეს?!

აქამდე არ ვიცოდი და თურმე, ყველა ნეგატივი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. მათ შორის ისიც, ჩვენს კლუბებში ხელფასი რომ დროულად არ რიგდება, სტადიონები რომ არ გვაქვს, ევროპაში რომ აღარავის უნდა ჩვენი ფეხბურთელები...

თუ ქეცბაიას ეპატიება ემოციურობა, ბროლისა არც ჩვენ ვართ. თემური ხშირად იგინება. გუშინდელ პირდაპირ ეთერშიც რამდენჯერმე იხმარა მთლად უცენზურო არა, მაგრამ სულ მცირე, არალიტერატურული გამოთქმები. ჟურნალისტმა კი მკითხველს უნდა სცეს პატივი. ის ვერც შეიგინება და ვერც დაიგინება.

ჟურნალისტი ვერ ააშენებს სტადიონს, ვერ გაზრდის ფეხბურთელს, ვერ დაარიგებს ხელფასებს - ქეცბაიას მისამართი შეეშალა. როგორ გინდა, აქ ინტერესთა თანხვედრაზე არ ისაუბრო? თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა აკეთოს, მაშ, რისი მაქნისია ფეხბურთის ფედერაცია? რისთვისღა არსებობს ის?

ერთადერთი, რაშიც ქეცბაიას ვეთანხმები, ისაა, რომ ახლა ნაღდად არ გვესუპერთასება, თუმცა ეს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციამ დაუბევა თბილისს. მისამართი აქაც შეეშალა ეროვნული გუნდის დამრიგებელს.

კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ქეცბაიასგან გადაცემის წამყვანის მისამართით. თემურის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - ხორვატიის ეროვნული გუნდის თბილისში დაჩოქებაა. ნუთუ, მან ერთხელაც არ უყურა იმ თამაშის ტელეროპორტაჟს? იქ დავით მინაშვილი ლევან კობიაშვილის გოლისას კინაღამ გულის შეტევით მოკვდა. ამას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. თუ ეს შეუძლია, მაშინ მინაშვილი მსოფლიოს უდიდეს მსახიობთა კოჰორტაში ყოფილა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში თავისი მმართველობის დასასრულს გრძნობს და კადრულობს ყველაფერს, რაც დაშვებულია და დაუშვებელი. მინდა დავიჯერო, რომ მისი ეს არასწორი საქციელი ერთი შემცდარი კაცის სულის გულწრფელი ამოძახილია და მეტი არაფერი. თუ საქმე სხვანაირადაა, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ასე "სხვანაირად" პატარა კაცები იქცევიან.

ამ უპატიებელი დემარშის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქეცბაია. მიყვარს, როგორც ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი, იმ ნაკრების სული და ჯიგარი...

მიყვარს, მაგრამ სულო ცოდვილო, ის კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ის... ევროპარლამენტში.

თემურმა იმაზეც დაიჩივლა, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო მის კონტრაქტს აღარ აფინანსებს.
იხილეთ ვიდეო
"კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"
Sportall.Ge
აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ.

ესაა ტრაგედია და არა ის, ქეცბაიას ახლა უკვე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ უხდის ხელფასს.

ქეცბაიამ თვითონ გამოჭედა თავისი მომავალი. ის არის ქართველი "სელფ მეიდ მენ" და ამიტომაც იმსახურებს პატივისცემას, თუმცა დაჟეჟილს გატეხილი სჯობია და სათქმელსაც ბოლომდე თქმა უხდება - როცა ის კვიპროსულ მზეზე ნებივრობს (გულწრფელად ვწერ - დამსახურებული და ალალია!), ქართველი ჟურნალისტები თოვლში, წვიმასა და ქარში ვცდილობთ ჩვენი მრავალტანჯული ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას და...

...და ბოლოს, თემურ ქეცბაიას უნდა ვუთხრათ: არ ვართ სამშობლოს მოღალატეები! არ გვიხარია საქართველოს ნაკრების წაგება!

ავი სიტყვა კი მთქმელს აუცილებლად დაუბრუნდება - ძველი, მრავალნაცადი ქართული სიბრძნეა. ნეტავ, პოლონეთთან არ დაუბრუნდეს. ნეტავ, არც არასდროს დაუბრუნდეს, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონები აქვს.

პირადად მე პოლონეთთანაც საქართველოს გულდამწვარი ქომაგი ვიქნები... ოღონდ, ჩემთვის უკვე უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
ნუ აიძულებთ ამ კაცს წასვლას, ყველას გვინდა მოგება მაგრამ სხვა თუ მოვა რა მოგებები დაიწყება? ისევ დიდი ანგარიშებით წავაგებთ, ეხლა ბრძოლა მაინც არი და პატარა გამონათებები, გაიზრდებიან ახლები და იქნებ უკეთ წავიდეს მერე საქმე. სულ ვწერ, მგონი მოგვენატრა დიდი ანგარიშით წაგებები, პასუხისმგებლები ხაართ ახალი მწვრთნელის შემთხვევაში რომ უარესი შედეგი არ იქნება? უკეთეს არ დავეძებ. გუშინდელი ინტერაქტივი იყო მგონი ნდობის მანდატი და შეეშვით ამ კაცს
mamu71
11 ნოემბერი 2014 15:06
0
1. მართლა კვდებიან ბიჭები მოედანზე და ეს არის მაქსიმუმი. ლეგენდა რომ ქართულ ფეხბურთს მეტი შეუძლია ამის დამსახურებაა
2. ქართული ფეხბურთი მოკვდა, ეს ფაქტია!
3. ხუბუტიას რატომ არ უკრავთ ტაშს? კაცმა საკუთარი კარიერა გადადო ნაკრებისთვის! ერთი სტატია მაინც დაწერეთ მასზე, ერთი!
4. ქეცბაიას შემდეგ რა გველის? გვაჩვენეთ რამდენიმე ქართველი მწვრთენლი და შეაფასებინეთ მათ მომავალი ტაქტიკა, ხედვა, რას აპირებენ. თემურის წასვლა რომ გინდათ რამე ალტერნატივა ხომ უნდა გვქონდეს?
5. ყველას გინდათ ფედერაციაში ამაში ეჭვი არავის გვეპარება.
Levan
11 ნოემბერი 2014 14:57
0
ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში სადაც ესეთ ხეპრეს და უზრდელს აიტანდნენ ამდენ ხანს ნაკრების მწვრთნელად.ერთი თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან:უკვირს ამ კაცს რატომ,მხოლოდ მის ხელფასს არ იხდის სახელმწიფოო და ლამის გემუდარებით,მოიძიეთ რამდენი აქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს საქართველოში-კალათბურთში,რაგბში,წყალბურთში,ძიუდოში,თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობებში და დადეთ მათი მიღწეულ შედეგებთან ერთად.იმ პერიოდში რა პერიოდიც ეს უზრდელი ნაკრების მწვრთნელია.იქნებ მერე მაინც მიხვდეს თუ აქვს რამის გაანალიზების უნარი საერთოდ,რატო აღარ იხდის სახელმწიფო მხოლოდ მის ხელფასს როცა,ნახავს იმაზე მეტს რომ,იღებს ვიდრე დანარჩენები ერთად აღებული.ჟურნალისტების გარდა თურმე მისი მუშაობით უკმაყოფილო ვერავინ ნახა.და სად უნდა ენახა?კვიპროსში ქართველები ცოტაა და როცა,აქ ჩამოსული ეგეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობდეს ხალხთან უშუალო კონტაქტი ქონდეს,ისე რამდენი მაგინებელიც გყავდეს იმდენი გახარება მე.ქეცბაიას დამცველებს მინდა გკითხოთ რა მოგწონთ ამ კაცის?შედეგი,თამაშის სტილი და სტრატეგიის მრავალფეროვნება?თურმე დიდი ანგარიშიდ აღარ ვაგებთ.ნახეთ ქეცბაიამდე ნაკრების თამაშები და მის შემდეგაც,ზუსტად იმდენივე საგოლე მომენტი იქმნება ჩვენს კარებთან როგორც მანამდე და თუ იმდენივე გოლს არ ვუშვებთ ახლანდელი მწვრთნელის დამსახურება კიარა ნორმალური მეკარეების ნაკრებში გამოჩენაა,იგივე დონის მეკარე რომ,იდგეს დღეს,როგორც,იდგა ტოპმიოლერის და კუპერის დროს,რა ანგარიშებითაც დავმარცხდებოდით ადვილი მისახვედრია.კიდევ რა აქვს მოსაწონი ამ კაცს,ადამიანებთან ურთიერთობა?უბრალოდ წარმოიდგინეთ ასეთი ხეპრე ამას რომ,კადრულობს პირდაპირ ეთერში როგორი იქნება ფეხბურთელებთან კამერის მიღმა.რევიშვილის ინტერვიუ მახსენდება,ყოველი ნაკრებიდან დაბრუნებულს სტრესიდან გამოსვლა გჭირდებოდაო.ამდენ ფეხბურთელთან ვინმეს ან ჩვენს ნაკრებში,ან რომელიმე სხვა ქვეყნის ნაკრებში ან რომელიმე კლუბში სადმე თუ ქონია მწვრთნელს კომფლიქტი და დარჩენილა სამუშაოდ?გავიგეთ ბატონო რომ,ოქრიაშვილს და გოგუას აქვს პრობლემები სხვაგანაც მაგრამ,კობიაშვილს?იაშვილს?რევიშვილს?ამისულაშვილს?კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.ან თუ ჩვენ ვართ ეგეთი უხეიროები მაშინ რატო გამოაპანღურეს ეს ვაჟბატონი თვენახევარში ოლიმპიაკოსიდან ისე რომ,თამაში არ ქონდათ წაგებული?რა თავიანთი თავის მტრები იყვნენ იქაც და ვერ შეიშვნეს "გენიოსი"?ანართოსისის ჩემპიონთა ლიგაში გასვლა რათქმაუნდა ქეცბაიას ძალიან დიდი დამსახურებაა მაგრამ,მის სემდეგ თითქმის ყოველ წელს ხვდებიან კვიპროსული სხვადასხვა კლუბები ამ ტურნირზე,ასე რომ კვიპროსული საკლუბო ფეხბურთი ავიდა იმ დონემდე რომ,ქეცბაიამაც და მის გარდა სხვებმაც მოახერხეს გუნდების ჯგუფში გაყვანა.შორს ვარ იმ აზრიდან რომ,ამ კონტიგენტით ბევრით მეტის მიღწევა შეიძლება.პირიქით,მიმაჩნია ისტორიაში ყველაზე მწირი არჩევანია ფეხბურთელების,უბრალოდ არ მესმის ასეთ ნაკრებს რაში ჭირდება ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი?მითუმეტეს დანარჩენი საფეხბურთო მეურნეობა მთლიანად გაპარტახებულია.რატომ ვუხდით მწვრთნელს გაცილებით მეტს ვიდრე ანალოგიურ სამსახურში უხდიამ ჩეხები,სლოვაკები,ბულგარელები,უნგრელები,ხორვატები,სერბები,მაკედონიელები,რუმინელები..
კიდე ძალიან ბევრი ჩვენზე გაცილებით წარმატებული ნაკრების დასახელება შეიძლება.
daviti
11 ნოემბერი 2014 14:52
0
ფედერაციის...გარკვეულწილად ,მაგრამ სიმართლე იქნებ ბოლომდე?სახელმწიფო!!!დღევანდელი ხელისუფლება ვითომ ელოდება,რომ ახალი პრეზიდენტი ჩაუდგება ფედერაციას და მერე მიხედავს ფეხბურთს.რატომ ?ორი წელი რას აკეტებდნენ?ინფრასტრუქტურის მოქყობაში ფედრაცია ხელს უშლის?ფედერაცია ეონომიკის სამინისტროა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების?სადაა ის 100მილიონი,რომელსაც წინასაარჩევნოდ აპიარებდნენ,რომ არ გვაძლევს საშუალებას ხელისუფლება ფეხბურთის დასახმარებლადო?ეხლა ვინ შეუშალა?ტყუილები!პიარები!.....
akhali
11 ნოემბერი 2014 14:25
0
გუშიინდელ გადაცემაში მინაშვილი შემეცოდა..ცდილობდა ქეცბაია დაებრუნებინა ტაქტის,ზრდილობის,ეთიკის,ქცევის ნორმებში და არ გაემწვავებინა სიტუაცია...ან სულაც უნდა ჩაეშალა გადაცემა.ქეცბაია თავის პასუხისმგებლობის სფეროში(ნაკრების ტაქტიკა,შემადგენლობა)არ პასუხობდა და გადადიოდა საერთო საფეხბურთო,ეკონომიკურ პრობლემებზე...
თვით გადაცემის ფორმატი,შინაარსი ჰქონდა არასწორად შერჩეული მინაშვილს(თუმცა მის ფორმატშიც შეეძლო მიეჯირკვნა,მაგრამ ქეცბაია ხმას უწევდა,შენობით ელაპარაკებოდა,ცოტაც და შეურაცხოფაზე გადადიოდა,რაც მის დაბალ ინტელექტზე ლაპარაკობს და რომელ ტაქტიკის ჩამოყალიბებზე და მის ფეხბურთელამდე გააზრების გადაცემის უნარზე გვაქვს იმედი?)....გადაცემაში უნდა იყოს მიწვეული ფეხბურთის მწვრთნელი,სპეციალისტები და გაარჩიონ მატჩებზე შერჩეული ტაქტიკა,შემადგენლობა.........
-კარგია ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე საუბარი,სახელმწიფოს,ხელისუფლების უუნარობაზე,მაგრამ კონკრეტულად ნაკრების 11 ფეხბურთელზე არ უნდა ვილაპარაკოთ?მწვრთნელზე?
akhali
11 ნოემბერი 2014 14:24
0
ქართველი ხალხი კიდე როგორც პოლიტიკაში ისევე სპორტშიც მოლაყბე ხალხის მოყვარულია, ინტერაქტივშიც გამოჩნდა
miriani
11 ნოემბერი 2014 13:57
0
დემაგოგიის მანქანა, ნაკრების მწვრთნელი რო ხარ ნაკრებზე უნდა ილაპარაკო და მის შედეგებზე და არა ქართული ფეხბურთის ფარჩაკულ მდგომარეობაზე, ქართული ფეხბურთი რო ცუდ დღეშია ყველამ ვიცით და მაშინ იმუშავე შესაბამის სამსახურებში საიდანაც ამ წუმპიდან ამოიყვან სპორტის ამ სახეობას.
ან ილაპარაკე უშუალოდ ნაკრების თამაშზე, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე
miriani
11 ნოემბერი 2014 13:56
0
ქეცბა რო აფარჩაკებ ამ ჟურნალისტებს აი მაშინ ზაან მევასები რა
Markoz
11 ნოემბერი 2014 12:16
0
mokalake აუ შენ კომენტარზე გამეცინა მაგრად, ეგრე მაშინ ვიდეოში რომ ჩანს ინტერაქტივში ქეცბაიას უფრო მეტი ხმა აქვს დადებითი, მაგას რითიღა ახსნი?
Tengo
11 ნოემბერი 2014 12:15
0
თქვე მამა ცხონებულებო *** შეხვედრას არ აცტენთ მათ აღლუმზე დადიხართ.გააკეთეთ ჟურნალისტებმა ერთი ორგანიზება ყველა გულშემატკივარი გამოვალტ ქუჩაში და მოვითხოვოთ რომ ბიზნესმენი რომელიც ფეგღბურთში ჩადებს მოგების მხოლოდ 2 პროცენტს ჩაეტვალოს დღგ-ში და ნახავტ თუ ფეღბურთში ფული არ გაჩნდება
GIA
11 ნოემბერი 2014 12:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული