თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით მინაშვილის 10 ნოემბერს საავტორო გადაცემა "არენას" ესტუმრა. ქეცბაიას უყვარს ხმაურიანი გამოსვლები, თუმცა ამ გადაცემაში მან საკუთარ თავს გადააჭარბა...

დარწმუნებულნი ვართ, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ ქეცბაია ამ გადაცემას თუ ნახავს, სინდისის ქენჯნას იგრძნობს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოღვაწეობაზე საკუთარი აზრი გვაქვს და მისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, თუმცა ერთის კი მჯერა და ამაში ვერავინ და ვერაფერი გადამარწმუნებს - თემურს ჰქონდა, აქვს და ექნება სინდისი, თავისი ბუნებით ის მართალი კაცია. მაგრამ გუშინ მან ცხოვრების კრედოს, ოდინდელ გეზს
უგანა...

უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ გუნდში.

არავინ იცის, როგორ დასრულდება პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის ორშაბათ საღამოდან ქეცბაია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან ამ პოსტზე მუშაობა გუშინ დაასრულა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს აზრი ყველამ გაიზიაროს. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე ლამის ნახევარ სიცოცხლეს რომ ტოვებს...

ნუ იკითხავთ და, თურმე, "ჯვაროსანთა" ყველა წარუმატებლობა ჩვენი, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. ის კი არა, თურმე მავანთაგან მართულები ჩირგვში ვსხედვართ და მუდმივად იმას ველოდებით, რომ ეროვნულ გუნდს ფეხი დაუცდეს.

ეს სერიოზული ბრალდებაა. გვესმის, თემურმა ეს განცხადება მძაფრი ემოციური სტრესის ფონზე გააკეთა და "აფექტში მყოფ დამნაშავეს" ნაკლები მოეკითხება, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მან ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მოღალატეობა დაგვაბრალა!
იხილეთ ვიდეო
ქეცბაია მინაშვილს: "შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვისაც ნაკრების წარმატება არ უხარია"
Sportall.Ge
დიახ, ჩემი აზრია და არ მგონია, აქ მარტო ვიყო - ნებისმიერი ქართველი, ვისაც რაგინდარა მიზეზით საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, მოღალატეა. ეს ნაკრები საქართველოსია, მისი ყველა თამაში ნამდვილი ომია ჩვენი სამშობლოსთვის, ომების წაგებას რომ მიეჩვია. კიდევ ერთი წაგებული ომი ვის უნდა უხაროდეს?!

აქამდე არ ვიცოდი და თურმე, ყველა ნეგატივი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. მათ შორის ისიც, ჩვენს კლუბებში ხელფასი რომ დროულად არ რიგდება, სტადიონები რომ არ გვაქვს, ევროპაში რომ აღარავის უნდა ჩვენი ფეხბურთელები...

თუ ქეცბაიას ეპატიება ემოციურობა, ბროლისა არც ჩვენ ვართ. თემური ხშირად იგინება. გუშინდელ პირდაპირ ეთერშიც რამდენჯერმე იხმარა მთლად უცენზურო არა, მაგრამ სულ მცირე, არალიტერატურული გამოთქმები. ჟურნალისტმა კი მკითხველს უნდა სცეს პატივი. ის ვერც შეიგინება და ვერც დაიგინება.

ჟურნალისტი ვერ ააშენებს სტადიონს, ვერ გაზრდის ფეხბურთელს, ვერ დაარიგებს ხელფასებს - ქეცბაიას მისამართი შეეშალა. როგორ გინდა, აქ ინტერესთა თანხვედრაზე არ ისაუბრო? თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა აკეთოს, მაშ, რისი მაქნისია ფეხბურთის ფედერაცია? რისთვისღა არსებობს ის?

ერთადერთი, რაშიც ქეცბაიას ვეთანხმები, ისაა, რომ ახლა ნაღდად არ გვესუპერთასება, თუმცა ეს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციამ დაუბევა თბილისს. მისამართი აქაც შეეშალა ეროვნული გუნდის დამრიგებელს.

კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ქეცბაიასგან გადაცემის წამყვანის მისამართით. თემურის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - ხორვატიის ეროვნული გუნდის თბილისში დაჩოქებაა. ნუთუ, მან ერთხელაც არ უყურა იმ თამაშის ტელეროპორტაჟს? იქ დავით მინაშვილი ლევან კობიაშვილის გოლისას კინაღამ გულის შეტევით მოკვდა. ამას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. თუ ეს შეუძლია, მაშინ მინაშვილი მსოფლიოს უდიდეს მსახიობთა კოჰორტაში ყოფილა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში თავისი მმართველობის დასასრულს გრძნობს და კადრულობს ყველაფერს, რაც დაშვებულია და დაუშვებელი. მინდა დავიჯერო, რომ მისი ეს არასწორი საქციელი ერთი შემცდარი კაცის სულის გულწრფელი ამოძახილია და მეტი არაფერი. თუ საქმე სხვანაირადაა, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ასე "სხვანაირად" პატარა კაცები იქცევიან.

ამ უპატიებელი დემარშის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქეცბაია. მიყვარს, როგორც ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი, იმ ნაკრების სული და ჯიგარი...

მიყვარს, მაგრამ სულო ცოდვილო, ის კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ის... ევროპარლამენტში.

თემურმა იმაზეც დაიჩივლა, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო მის კონტრაქტს აღარ აფინანსებს.
იხილეთ ვიდეო
"კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"
Sportall.Ge
აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ.

ესაა ტრაგედია და არა ის, ქეცბაიას ახლა უკვე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ უხდის ხელფასს.

ქეცბაიამ თვითონ გამოჭედა თავისი მომავალი. ის არის ქართველი "სელფ მეიდ მენ" და ამიტომაც იმსახურებს პატივისცემას, თუმცა დაჟეჟილს გატეხილი სჯობია და სათქმელსაც ბოლომდე თქმა უხდება - როცა ის კვიპროსულ მზეზე ნებივრობს (გულწრფელად ვწერ - დამსახურებული და ალალია!), ქართველი ჟურნალისტები თოვლში, წვიმასა და ქარში ვცდილობთ ჩვენი მრავალტანჯული ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას და...

...და ბოლოს, თემურ ქეცბაიას უნდა ვუთხრათ: არ ვართ სამშობლოს მოღალატეები! არ გვიხარია საქართველოს ნაკრების წაგება!

ავი სიტყვა კი მთქმელს აუცილებლად დაუბრუნდება - ძველი, მრავალნაცადი ქართული სიბრძნეა. ნეტავ, პოლონეთთან არ დაუბრუნდეს. ნეტავ, არც არასდროს დაუბრუნდეს, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონები აქვს.

პირადად მე პოლონეთთანაც საქართველოს გულდამწვარი ქომაგი ვიქნები... ოღონდ, ჩემთვის უკვე უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
ქეცბა მაგარი იუმორისტი ხარ, მაგარი ვიცინე რაა, საააღოლ!! :)))
fanat
11 ნოემბერი 2014 12:06
0
ჟურნალისტები თუ ინტრიგნები არ ხართ მაშინ რატო გიდევთ ინტერაქტივის საბოლოო შედეგი არასწორად გადაცემის დასასრულს როგორც მახსოვს 64 დადებითად იქნა შეფასებული და მაღლა მიიწევდა
mokalake
11 ნოემბერი 2014 11:55
0
ის საერთო პრობლემები,რომლებზეც ქეცბაია ამახვილებდა ყურადღებას გასაგებია და ყველას მოეხსენება.და ისიც მართალია,რომ დასახელებულ პრობლემებს ფედერაცია ვერ გადაწყვეტს ვერაფრით(მხოლოდ სახელმწიფო თუ გადაწყვეტს).139მილიონით ხელისუფლებას პრემიების სახით არ გაეძარცვა ხალხი და სოციალურ სფეროებში რომ დაეხარჯა,მათ შორის საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში ალბათ უკეთესი პერსპექტივა იქნებოდა მომავლისთვის,მაგრამ ხალხმა ვინც აირჩია ის მიიღო!
-მინაშვილს აქცენტი უნდა გადაეტანა ქეცბაიას მიერ თითოეულ თამაშზე შერჩეულ შემადგენლობაზე,რომელიც განსაზღვრავდა გუნდის უსუსურ ტაქტიკას!ირლანდიასთან ქეცბაია მაგრად შეცდა ჩემი აზრით შემადგენლობის შერჩევაში(შესაბამისად ტაქტიკაში).ხუბუტია არ იყო ფორმაში(თვითონ ხუბუტიამ გააფრთხილა) და მაინც დააყენა ძირითადში.კანკავა-დაუშვილი აშკარად მხოლოდ ჩამშლელები არიან და შეტევის დაწყებაში,მიმართულების შერჩევაში პრაქტიკულად ნულოვანი და შესაბამისად მივიღეთ ირლანდიელთა ტოტალური უპირატესობა ბურთის ფლობაში და ზეწოლა დაცვაზე!შეეძლო დაეყენებინა კობახიძე!ან ცინცაძე!არ გამოიძახა საერთოდ ჭანტურია,რომელოც შეეძლო ან ფლანგზე ან თავდამსხმელად გაემწესებინა....და საერთოდ გაუგებარი იყო გელაშვილი ძირითადში და მჭედლიძე სათადარიგოდ!წუწუნებბს არ გვყავს ფეხბურთელები ტოპ-ლიგებიდანო და სერია-ა-ს თავდასხმელი არ ათამაშა(და ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო,როცა მჭედლიძე კარგ ფორმაში იყო!მთლიანად გავლილი შეკრება და ორივე საწყის ტურში 90წუთი,სადაც საუკეთესო იყო და დიდი პრობლემები შეუქმნა რომას,უდინინეზეს!).შემადგენლობიდან გამომდინარე ტაქტიკა შეტევის განვითარების კომიკური იყო,ხუბუტია გრძელი პასით(აბა სხვა მხრის შეუძლებელი იყო ბურთის თავდასხმელამდე მიწოდება,ან მხოლოდ ინდივინდუალურად ხუთი(!) კაცი უნდა მოეტყუებინა ოქრის!)გელაშვილზე ჩაწოდება!!!და ამ სიტუაციაში არ აჯობებდა მჭედლიძე?!
-მოკლედ ქეცბაიამ ირლანდიასთან ითამაშა 0-0ზე (ოქრიაშვილის გოლი მაინც თამაშის ლოგიკაში არ ჯდებოდა,უბრალოდ გაგვიმართლა) და აქ ჩანს ყველაზე დიდი ტყუილი,რითაც გვაბოლებდა ქეცბაია გულშემატკივრებს!თუ გაქვს დასახული მესამე ადგილისთვის ბრძოლა ,თბილისში ირლანდიასთან ფრეზე არ უნდა ითამაშო!!!რაში დასჭირდა ეს ტყუილი?ალბათ სხვა შემთხვევაში(თუ მესამე ადგილისთვის ბრძოლას არ განაცხადებდა)ნაკრების მწვრთნელად არ დატივებდნენ.ორი შესარჩევი გამოიყენა,რომ მესამე შესარჩევში მესამე ადგილისთვის ებრძოლა და ლოგიკურად ,მაშინ რას მიკეთებდა ოთხი წელი?
-სუსტი ეკონომიკა,პატარა ქვეყანა და ა.შ. ამ არგუმენტებს აბათილებენ ურუგვაელები,ხორვატები,ღარიბი ბრაზილიელები(ხუთჯერ სიღარიბეში გაზრდილი ფეხბურთელებით ჩემპიონები)... 112ათასიანი ტონგას მორაგბეები...
-დღეს ჩვენი მოთამაშეები მართლაც უთამაშებლები არიან,მაგრამ ირლანდიასთან მატჩის წინ ჩვენ და ირლანდიელები დაახლოებით ერთ სიტუაციაციაში ვიყავით სათამაშო პრაქტიკის მხრივ(თუნდაც გელაშვილმა ორ თამაშში ფლამურტარში სადღაც 30 წუთი ითამაშა ალბანეთში,ხოლო მჭედლიძემ 180 წუთი სერია=ა-ში და ძირითადში -გელაშვილი?ლოგიკა სადაა?).ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ირლანდიელთა შორის იყო მაკგიდი(რაც თამაშამდეც დავწერე),მაგრამ ქეცბაიამ ჩვენს ფეხბურთელებს გაამახვილებინა ყურადღება?....და არც დნიპროები,რუბინი,სპარტაკი,ემპოლი,ვიტესი თუ გენკი ჩამოუვარდებიან ბევრად ჰალებს,ფულჰემებს,კრისტალ პელასებს...პრემიერ-ლიგის თუ ჩემპიონ-შიპის აუტსაიდერებს...
-როგორ ამარცხებს სიმეონე ბარსას,რეალს...?
-ახალკაცი განათლებული(ოქროს მედალზე სკოლა დამთავრებული),ერუდირებული,ინტელექტუალი იყო!ქეცბაია?....
akhali
11 ნოემბერი 2014 11:48
0
ეს ჟურნალისტები და კომენატორები მართლა მოსაშორებელი ხართ ფეხბურთიდან, არაა მინაშვილის საქმე კომენტატორობა
roini
11 ნოემბერი 2014 11:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული