თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით მინაშვილის 10 ნოემბერს საავტორო გადაცემა "არენას" ესტუმრა. ქეცბაიას უყვარს ხმაურიანი გამოსვლები, თუმცა ამ გადაცემაში მან საკუთარ თავს გადააჭარბა...

დარწმუნებულნი ვართ, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ ქეცბაია ამ გადაცემას თუ ნახავს, სინდისის ქენჯნას იგრძნობს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოღვაწეობაზე საკუთარი აზრი გვაქვს და მისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, თუმცა ერთის კი მჯერა და ამაში ვერავინ და ვერაფერი გადამარწმუნებს - თემურს ჰქონდა, აქვს და ექნება სინდისი, თავისი ბუნებით ის მართალი კაცია. მაგრამ გუშინ მან ცხოვრების კრედოს, ოდინდელ გეზს
უგანა...

უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ გუნდში.

არავინ იცის, როგორ დასრულდება პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის ორშაბათ საღამოდან ქეცბაია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან ამ პოსტზე მუშაობა გუშინ დაასრულა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს აზრი ყველამ გაიზიაროს. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე ლამის ნახევარ სიცოცხლეს რომ ტოვებს...

ნუ იკითხავთ და, თურმე, "ჯვაროსანთა" ყველა წარუმატებლობა ჩვენი, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. ის კი არა, თურმე მავანთაგან მართულები ჩირგვში ვსხედვართ და მუდმივად იმას ველოდებით, რომ ეროვნულ გუნდს ფეხი დაუცდეს.

ეს სერიოზული ბრალდებაა. გვესმის, თემურმა ეს განცხადება მძაფრი ემოციური სტრესის ფონზე გააკეთა და "აფექტში მყოფ დამნაშავეს" ნაკლები მოეკითხება, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მან ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მოღალატეობა დაგვაბრალა!
იხილეთ ვიდეო
ქეცბაია მინაშვილს: "შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვისაც ნაკრების წარმატება არ უხარია"
Sportall.Ge
დიახ, ჩემი აზრია და არ მგონია, აქ მარტო ვიყო - ნებისმიერი ქართველი, ვისაც რაგინდარა მიზეზით საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, მოღალატეა. ეს ნაკრები საქართველოსია, მისი ყველა თამაში ნამდვილი ომია ჩვენი სამშობლოსთვის, ომების წაგებას რომ მიეჩვია. კიდევ ერთი წაგებული ომი ვის უნდა უხაროდეს?!

აქამდე არ ვიცოდი და თურმე, ყველა ნეგატივი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. მათ შორის ისიც, ჩვენს კლუბებში ხელფასი რომ დროულად არ რიგდება, სტადიონები რომ არ გვაქვს, ევროპაში რომ აღარავის უნდა ჩვენი ფეხბურთელები...

თუ ქეცბაიას ეპატიება ემოციურობა, ბროლისა არც ჩვენ ვართ. თემური ხშირად იგინება. გუშინდელ პირდაპირ ეთერშიც რამდენჯერმე იხმარა მთლად უცენზურო არა, მაგრამ სულ მცირე, არალიტერატურული გამოთქმები. ჟურნალისტმა კი მკითხველს უნდა სცეს პატივი. ის ვერც შეიგინება და ვერც დაიგინება.

ჟურნალისტი ვერ ააშენებს სტადიონს, ვერ გაზრდის ფეხბურთელს, ვერ დაარიგებს ხელფასებს - ქეცბაიას მისამართი შეეშალა. როგორ გინდა, აქ ინტერესთა თანხვედრაზე არ ისაუბრო? თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა აკეთოს, მაშ, რისი მაქნისია ფეხბურთის ფედერაცია? რისთვისღა არსებობს ის?

ერთადერთი, რაშიც ქეცბაიას ვეთანხმები, ისაა, რომ ახლა ნაღდად არ გვესუპერთასება, თუმცა ეს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციამ დაუბევა თბილისს. მისამართი აქაც შეეშალა ეროვნული გუნდის დამრიგებელს.

კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ქეცბაიასგან გადაცემის წამყვანის მისამართით. თემურის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - ხორვატიის ეროვნული გუნდის თბილისში დაჩოქებაა. ნუთუ, მან ერთხელაც არ უყურა იმ თამაშის ტელეროპორტაჟს? იქ დავით მინაშვილი ლევან კობიაშვილის გოლისას კინაღამ გულის შეტევით მოკვდა. ამას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. თუ ეს შეუძლია, მაშინ მინაშვილი მსოფლიოს უდიდეს მსახიობთა კოჰორტაში ყოფილა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში თავისი მმართველობის დასასრულს გრძნობს და კადრულობს ყველაფერს, რაც დაშვებულია და დაუშვებელი. მინდა დავიჯერო, რომ მისი ეს არასწორი საქციელი ერთი შემცდარი კაცის სულის გულწრფელი ამოძახილია და მეტი არაფერი. თუ საქმე სხვანაირადაა, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ასე "სხვანაირად" პატარა კაცები იქცევიან.

ამ უპატიებელი დემარშის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქეცბაია. მიყვარს, როგორც ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი, იმ ნაკრების სული და ჯიგარი...

მიყვარს, მაგრამ სულო ცოდვილო, ის კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ის... ევროპარლამენტში.

თემურმა იმაზეც დაიჩივლა, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო მის კონტრაქტს აღარ აფინანსებს.
იხილეთ ვიდეო
"კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"
Sportall.Ge
აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ.

ესაა ტრაგედია და არა ის, ქეცბაიას ახლა უკვე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ უხდის ხელფასს.

ქეცბაიამ თვითონ გამოჭედა თავისი მომავალი. ის არის ქართველი "სელფ მეიდ მენ" და ამიტომაც იმსახურებს პატივისცემას, თუმცა დაჟეჟილს გატეხილი სჯობია და სათქმელსაც ბოლომდე თქმა უხდება - როცა ის კვიპროსულ მზეზე ნებივრობს (გულწრფელად ვწერ - დამსახურებული და ალალია!), ქართველი ჟურნალისტები თოვლში, წვიმასა და ქარში ვცდილობთ ჩვენი მრავალტანჯული ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას და...

...და ბოლოს, თემურ ქეცბაიას უნდა ვუთხრათ: არ ვართ სამშობლოს მოღალატეები! არ გვიხარია საქართველოს ნაკრების წაგება!

ავი სიტყვა კი მთქმელს აუცილებლად დაუბრუნდება - ძველი, მრავალნაცადი ქართული სიბრძნეა. ნეტავ, პოლონეთთან არ დაუბრუნდეს. ნეტავ, არც არასდროს დაუბრუნდეს, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონები აქვს.

პირადად მე პოლონეთთანაც საქართველოს გულდამწვარი ქომაგი ვიქნები... ოღონდ, ჩემთვის უკვე უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 44 /
რა აზრი აქვს მწვრთნელის გამოცვლას, სანამ არველაძეები და სიჭინავები იქნებიან, თუმცა ჩივაძეც მაგათნაირია!
irakli
16 ნოემბერი 2014 11:37
0
ბერდია ჯანელიძე-ს. შენ რომელი ბერდია ხარ?ხიხოს ბიჭი? ანუ მინდიას ძმა?
სოსო
13 ნოემბერი 2014 12:14
0
batono_givi-ის კომენტარის არსი თუ გაიგეთ ვინმემ. რის თქმა უნდა ამ ოყლაყს? ქართველების ნაკლი, სხვა ნაკლთან ერთად,რომელიც უთვალავია, არის რეალობის შეგრძნების არ ქონა.
ქართულენოვანი აზერი
13 ნოემბერი 2014 12:13
0
ძველი გულშემატკივარი-ს. შენ არა ძველ გულშემატკივარს, არამედ ვაი გულშემატკივარს უფრო მაგონებ. რა სიტყვებს აბრახუნებ აქ, "ქართული ფეხბურთიდან უნდა მოკიკვეთოს"; "მისი სიტყვების გამო, ასე შეურაცხყოფილად თავი ჯერ ამ მიგრძვნია". ერთი შეკითხვა შენან. არც მაშინ გიგრძვნია თავი ასე შეურაცხყოფილად, როცა ცოცხების უკანალში გადების კადრები ნახე? აბა კარგად დაფიქრდი? მაშინ კომფორტულად იგრძენი თავი? ბოდიში, არ ვიცოდი..
ნაღდი გულშემატკივარი
13 ნოემბერი 2014 12:07
0
ერთი ამ წერილის ავტორში თავში ჩამახედა რო ადარებ ფეხბურთს და ჭყალბურთს თუნდაც კალათბურთს ან თუნდაც რაგბს რაზე ფიქრობდა ალბათ სპორტის გარდა ყველაფერზე ან უაზრო ჯურნალისტური სოლიდარობა გამოაცხო.
ზემოთ ჩამოთვლილ სპორტულ ფორუმებძე ძლიერები პირდაპირ ხვდებიან საკვალიფიკაციოს გარეშე მოახვედრეთ რაგბისტები ინგლისი საფრანგეთი ირლანდიის ჯგუფში და მერე ნახავთ სად არის ჩვენი რაგბი განვითარებით თუმცა შორს წასვლა არ უნდა ტონგამაც გვანახა და მსოფლიო ჩემპიონთან თამაში ოცნებად აქვთ ქცეული ეს ყველაფერი შეადარეთ ფეხბურთის საკვალიფიკაციოს და ყველაფერი თავის აგდილას დადგება.
ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და ერთ-ერთი უძვირესი რაგბი კი ათეულშიც არ შედის და თამაშობს დაახლოებით 40- 50 ქვეყანა ამაზე მენტი გუნდი ევროპის შესარჩევზეა ფეხბურთში.
ასე რომ გაანებეთ მაგ კაცს თავი, არც მე მომჭონს რა ტაქტიკით თამაშობს გუნდი მაგრამ იმასაც ვხვდები რომ მეტის საშვალება არ არის (რესურსი)
რაიყო დიდი ხანი გავიდა დაგავიწყდათ რუმინეთთან 5-0 დანიასთან 6-1 ან პოლონეთთან 4-0 15 წუთში სახლში რომ მოვდიოდით სდადიონიდან .
ალბათ ბოლო თამაშია ქეცბაიასთვის ნაკრების მცვრთნელის რანგში და მადლობა გადაუხადოთ
Mamuka
12 ნოემბერი 2014 23:51
0
ბოლო სურათი დადეთ ინტერაქტივის... თავიდან რო გიდევთ... თუ დახმარება არ შეგიძლია ცუდი მაინც არ უნდა თქვა ... გულიანი კაცია და ფაიზაღი ილაპარაკა... და ,,დემეტრე მეორეს ჭაობის კაცივით,, ნუ იქცევით!!! ყოველ შემთხვევაში მაგის თაობა პატივისცემას იმსახურებს უდიდესს... და ჩვენ ის ხალხი ვართ არველაძე სტადიონიზე ჩვენი უზნეო საქციელის მერე რო ვაიძულეთ წასულიყო... ფეხბურთის მოყვარული ქართველზე და ნაკრებზე არ შეიგინება და საბერძნეთთან ზუსტად ის ბრბო იყო უმეტესობა უზნეოთ რო მოიქცნენ... მე მიყვარს ფეხბურთი და ნაკრები... მოვიგებთ თუ წავაგებთ მაინც იგივე გულით და სულით მეყვარება... ისე ქეცბაიას უფლება არ აქვს წასვლის ყველას კიდია ამ ეტაბზე ფეხბურთი სახელმწიფოს ჩათვლით, და უნდა ეყოს კაცობა და გაუძლოს ზეწოლას და მაგანაც არ დაიკიდოს...
Cven
12 ნოემბერი 2014 21:48
0
ქეცბაიას რომ ვუსმენდი, მისმა საუბარმა და, ტონმა და, საერთოდ, ქცევამ უმძიმესი შთანეჭდილება მოახდინა. ეს რა ვიხილე?!!! მის კულტურაზე საერთოდ არ შეიძლება სიტყვის დაძვრა.ასე ქუჩის ბიჭები ლაპარაკობენ "ქუჩური გარჩევის" დროს. ბოღმა და შური რა შუაშია, ჩვენ ყველანი ქართული ფეხბურთის უანგარო გულშემატკივრები ვართ. აი ქეცბაია კი, ამპარტავანი და ბოღმა თვითონ ყოფილა. ქართულ ფეხბურთში მასზე დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მე 50 წლიოს გულშემატკივრობის სტაჟი მაქვს და ეს კარგად ვიცი. იგი ჯერ დაბადებული არ იყო, როცა ჩემისთანები სულსა და გულს არ იშურებდნენ ჩვენი ფეხბურთელებისათვის. მისი სიტყვების გამო, ასე შეურაცხყოფილად თავი ჯერ ამ მიგრძვნია. ეს კაცი უნდა მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან.
ძველი გულშემატკივარი
12 ნოემბერი 2014 20:37
0
ალეკო თქვენ ხართ ყველაზე ცუდი ჟურნალისტი მინაშვილი კი არა. მის ადგილას თქვენ უნდა ყოფილიყავით
saba
12 ნოემბერი 2014 20:18
0
სწორია ქეცბაია! ***
irakli
12 ნოემბერი 2014 14:29
0
შეკვეთილი სტატიები, არასათანადო და არა ადეკვატური მხარდაჭერა ფეხბურთელებს ... უამრავ დამალული და არ გაცხადებული საკითხები - ესეც იყო და არის ერთერთი მიზეზი ქართული ფეხბურთის უკუსვლის, მაგრამ ქეცბამაც არ უნდა დაკარგოს სახე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია!!!!!
shota
12 ნოემბერი 2014 13:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული