კახა კალაძე: საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ყველას ბრალია

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ყველას ბრალეულობაა.

"მე არ მისმენია თემურ ქეცბაიას კომენტარისთვის, სადაც, როგორც მეუბნებით, მან თქვა, რომ ნაკრების წარუმატებლობა ჟურნალისტების ბრალია. თუ პირდაპირ კონტექსტში იყო ეს ნათქვამი, ამაში ნამდვილად არ ვეთანხმები, რადგან ნაკრების წარუმატებლობა, მე ვფიქრობ, ეს ყველას ბრალია.

იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი ეროვნული ნაკრები, ჩვენ უნდა შევქმნათ, ავაშენოთ ფუნდამენტი. ამისათვის ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ჩემპიონატი, გვყავდეს საქართველოში ძლიერი გუნდები.

მე ვფიქრობ, ამისათვის სახელმწიფომ უნდა გაიღოს თანხები, უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ელემენტარული
ინფრასტრუქტურა შეიქმნას იმისთვის, რომ ფეხბურთი წამოიწიოს და სათანადო დონეზე იყოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კახა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა დატოვოს თუა არა თემურ ქეცბაიამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი, კალაძე აცხადებს, რომ მისი მხრიდან უხერხული იქნებოდა შეფასების გაკეთება.

"ჩემი მხრიდან ცოტა უხერხული იქნებოდა შეფასების გაკეთება, რადგან ქვეყნის ვიცე-პრემიერი გახლავართ. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს.

როგორც მე ვიცი, მან თავად გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ფრედ ითამაშებს ნაკრები ან წააგებენ, მაშინ ის ტოვებს თანამდებობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: მარიკა ვარდოშვილი

წყარო: ipn.ge

ასევე იხილეთ:
თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენ ხო დიდი ჯირა დააყარე ნაკრებს? ორი გოლი გაიტანე სულ და ისიც საკუთარში
aleko
10:00 12-11-2014
0
ყველას თავი დაანებე და საქმეს მიხედე. მთავრობაში შენ ხარ და შენმა მთავრობამ უნდა ჩადოს ფული. იმ პრემიების დარიგების მაგივრად, იმ მაღალი ხელფასების მაგივრად, იმ მაღალფასიანი მანქანების ყიდვის მაგივრად, რომ ჩაგედოდ ფული, ეხლა, ამ ორ წელიწადში, უკვე იქნებოდა პროგრესი. შენ კიდევ გამოდიხარ და ყველას აბრალებ. სანამ ესეთი ფულის მონები იქნებით, მანამ ფეხბურთი არ იარსებებს საქართველოში. მარტო შენ, ყიფიანს და არველაძეებს შეგეძლოთ ამ პრობლემის მეტწილად მოგვარება, მაგრამ გკიდიათ. ჩვენ კი რას გავაწყობთ, უბრალო მოკვდავები ვართ
levani
09:42 12-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული