თემურ ქეცბაია VS ქართული სპორტული მედია
ქეცბაიას მორიგი სკანდალური გადაცემა - ლევან ყიფიანი 2 წელია მებრძვის [VIDEO]
თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]
ქეცბაიას მორიგი სკანდალური გადაცემა - ლევან ყიფიანი 2 წელია მებრძვის [VIDEO]
თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]
2014 წლის უკანასკნელი ოფიციალური მატჩის დღეც მოახლოვდა - პარასკევს, 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, პოლონეთის ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს.
შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, თუ როგორი სატურნირო მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას ჩვენი
ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, ეს ილუზიები ბევრს არც ჰქონია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პერმანენტულ წარუმატებლობებს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ვხვდებით.
ძალიან ძნელია, ოპტიმისტური განწყობით ვხვდებოდეთ პარასკევის მატჩს, თანაც, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მეტოქე მართლაც მშვენიერი გუნდია და არანაკლები ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული - საქართველოს ნაკრებში არსებულ დღევანდელ სიტუაციას ძალიან ძნელია, რომ ჯანსაღი კი არა, საერთოდაც... ნორმალური ვუწოდოთ!
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ცალკე საუბრის თემაა, ისე, როგორც ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი, თურმე... ქართული სპორტული მედიაც ყოფილა!
მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვაპირებთ ამ თემის წამოწევასა და კონკრეტული ადრესატისთვის საკადრისი პასუხის გაცემას. პირიქით, სხვებთან ერთად ჩვენც სულითა და გულით ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს და იმის იმედადაც დავრჩებით, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა იქნებ შეძლოს და თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეხუთე(!) ოფიციალური მატჩი (აქედან ერთი - გიბრალტართან) მოიგოს!
და იმიტომაც უნდა ვუქომაგოთ, რომ ეს ყველა ჩვენგანის ნაკრებია და არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის!..
რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, ეს რა ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ მაინც მიგვაჩნია, რომ 2014 წლის უკანასკნელი მატჩის წინ ტრადიციული (უმრავლეს შემთხვევაში - საფუძველს მოკლებული) ოპტიმისტური ფონი უნდა სჭარბობდეს უარყოფითს, თორემ დღევანდელ ნაკრებში იმდენად არასასურველი და იმდენად უარყოფითი ფონია, არც არასდროს რომ ყოფილა და ვეჭვობთ, როდისმე კიდევ იყოს!
თანაც, მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, ძალიან სერიოზული დონის მეტოქესთან დაპირისპირების წინ ჩვენი ფეხბურთელების დიდ უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა რომ აკლია; ზოგიერთის სათამაშო კონდიციები, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს რომ უნდა ტოვებდეს; ზოგიერთს მაინცდამაინც ოფიციალური მატჩების წინ რომ უმიზეზდება ძველი ტრავმა; ზოგიერთი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების მოტივს კი არანაირი ახსნა რომ არ გააჩნია...
ჰო, სხვაც ბევრი მიზეზია, ჩვენს უპირველეს გუნდში არაჯანსაღ კლიმატს რომ განაპირობებს. განა, ნორმალურია, უკვე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა რომ თქვა ნაკრებში თამაშზე უარი მთავარი მწვრთნელის ფაქტორის გამო? ან, როდის ყოფილა მწვრთნელზე განაწყენებული ამდენი ფეხბურთელი, ან კიდევ მწვრთნელსა თუ ცალკეულ ფეხბურთელთა შორის ამდენი გაუგებრობა?
თუმცა, ზემოთაც ვთქვით, რომ პოლონეთთან მატჩამდე მაქსიმალურად შევეცდებოდით, უარყოფითზე არ გაგვემახვილებინა ყურადღება (წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მარცხიც ქართულ სპორტულ მედიას დაბრალდეს), ოღონდ ამ შემთხვევაში თემურ ქეცბაია პირველობას ნამდვილად ვერ დაიჩემებს - საქართველოს ნაკრებს ადრეც ჰყოლია ერთი-ორი ისეთი მწვრთნელი, ამა თუ იმ ოფიციალური მატჩის წაგებას კი არა, საერთოდ, ნაკრების წარუმატებლობას სწორედაც რომ ქართულ სპორტულ მედიას აბრალებდა!
ჰო, ყოფილან ასეთებიც, მაგრამ ის, რაც უამრავმა ტელემაყურებელმა ორშაბათს, სპორტულ გადაცემა "არენაში" იხილა, ყველა "ნომერსა" თუ "ეტიკეტს" სცილდება!
კი ბატონო, სავსებით შესაძლებელია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ამა თუ იმ ჟურნალისტის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ საჯაროდ, პირდაპირი ეთერით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოვლად მიუღებელი ტონით რომ ელაპარაკება გადაცემის წამყვანს და საერთოდაც, უკვე მერამდენედ რომ მოიხსენია აუგად ქართული სპორტული მედია, ეს უკვე მართლაც მეტისმეტია!
ამ წერილში უკვე მერამდენედ გვიწევს იმის ახსნა-აღიარება, რომ საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა მოახლოებული მატჩის წინ მაქსიმალურად ვცდილობთ, უარყოფით ფაქტორებზე არ გავამახვილოთ ყურადღება. სხვა შემთხვევაში, გვერწმუნეთ, სულ სხვაგვარად იქნებოდა, ოღონდ ეს მუქარა კი არ არის, უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა.
დღესდღეობით კი მხოლოდ აი, ამას დავჯერდებით - როცა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კომუნიკაციის პრობლემა არა მხოლოდ საკუთარ ფეხბურთელებთან, არამედ ქართული სპორტული მედიის, ფაქტობრივად, უმრავლესობასთან აქვს, ესე იგი, მართლაც დამდგარა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო! რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა სპორტულ მხარეზე, ანუ ნაკრების ბოლოდრინდელ შედეგებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
2) ნაკრების წევრები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის წევრები
3)ნაკრების წევრები 24 კაცი
4)დავალება მწვრთნელს რომ ერთი კლუბიდან 5 კაცზე მეტი არ იყოს ნაკრებში
5)ნაკრების შეკრება ყოველთვიურად ან ერთი შეკრებით 4 დღით ან კიდევ თუ ეს არ ხერხდება 2 ჯერ 2 -2 დღით
6)7 ნაკრების ყოველთვიური სპარინგი უმაღლესი ლიგის კლუბებთან
7)დადგინდეს და გაცხადდეს ნაკრების წევრების პრემიალურის ოდენობა ყოველ თამასზე.
8)განიხილონ საკითხი მწვრთნელტა ტანდემის და არა ერთი მწვრთნელის მუშაობისა.
აი თუკი ეს გაკეტდება მაშინ ნაკრები იქნება ძლიერი და შეუპოვარი 16 კლუბში 24 ტავდადებული ისეთი ბიჭი მოიმახება რომ ბევრ ნაკრებ ცხვირით მიწას ახვნევინებს. დღეისათვის კი ასე ინტერსიურად ნაკრებში გამოძახება ლეგიონერებისა ვერ ხდება ესეც დიდი მინუსია რომ შეთამაშდნენ,ამის გარდა ყოველი კლუბისათვის დიდ ფასეულობა და სახელია მათი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა, ესეც ზრდის კლუბისადმი პატივისცემას და ინტერესს.
ასე რომ, დროა იმოქმედონ ამ სქემით იმათმა ვისაც ეს ეკუთვნის.სხვა გზა უბრალოდ არ დარჩა.