ითამაშებს გელაშვილი პოლონეთთან? ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ნოემბერს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდს შეუერთდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, უჩა ლობჟანიძე და როინ კვასხვაძე.

ვარჯიში ვერ ჩაამთავრა ალბანური "ფლამურტარის" შემტევმა ნიკა გელაშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფეხი იტკინა. არადა, იმ ეპიზოდში წვრთნის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა.

იმედია, გელაშვილი პოლონეთთან მატჩისთვის მომჯობინდება. ექიმებს ჯერ საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანიათ.

13 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 16 საათზე, კვლავ "ბასაში" ივარჯიშებს. 18 საათისთვის "დინამო არენაზე" თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაა დანიშნული. ნახევარ საათში მედიას
პოლონეთის ნაკრების თავკაცი ადამ ნავალკაც შეხვდება. 19 საათზე კი "დინამო არენის" მინდორს პოლონეთის ნაკრებიც "დააჭაშნიკებს".

ქეცბაიას განკარგულებაში 24 ფეხბურთელია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი (დინამო თბ), მაქსიმე ქვილითაია (ჩიხურა);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია (უკლუბოდ), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გია გრიგალავა (ანჟი, რუსეთი), ლაშა დვალი (სკონტო, ლატვია), ლევან კაკუბავა (სამტრედია);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა - დინამო თბ), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი (ფლამურტარი, ალბანეთი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული