პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩამოვედით, რომ მოვიგოთ 3:0

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"თბილისში კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ჩამოვედით, მოვიგოთ ანგარიშით 3:0. საქართველოს ნაკრები მებრძოლი გუნდია და საკუთარ მოედანზე ისინი სახიფათონი იქნებიან.

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და ეს აჩვენა შოტლანდიასა და ირლანდიასთან მატჩებმა. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებას, დატოვოს თანამდებობა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ", - თქვა ნავალკამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-პოლონეთის მატჩი "დინამო არენაზე" 14 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
MasterTV
15:22 14-11-2014

დადევ ვიდეო ორიგინალი,პოლონური მესმის,თუ მე არა ვარ მართალი ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ!
მასეთი განაცხადისათვის მას უეფაც გაკიცხავს და დასჯის,არა აქვს უფლება მასეთის თქმის, მათ ეს ეთიკაში უწერიათ.
jandacva
16:13 14-11-2014
0
გარდა ამ საიტისა არცერთ სხვა წყაროებში არ არის ნახსენები, არც ქართულ,არც რუსულ,არც პოლონურ,არც დასავლურ წყაროებში რომ ნავალკამ 3-0 დაგვემუქრა.
პირიქით იმას ამბობენ რომ ძალიან რთული მატჩი გველოდება და მოდუნების უფლება არა გვაქვსო.

MasterTV
ველოდები ვიდეოს პრესკონფერენციისა.მე არ მაინტერსებს ვის რა უთხრა თარჯიმანმა,მე მინდა თვითონ მოვისმინო რა თქვა ნავალკამ.
jandacva
16:25 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული