დავით ერაძე: ქეცბაიას ამ კონფლიქტის ამოწურვა უმტკივნეულოდ შეეძლო

AutoSharing Option
13 ნოემბერს "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების ნაწილმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია პოლონეთთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა.

ჟურნალისტების სათქმელი პრესკონფერენციაზე GDS-ის ჟურნალისტმა გეგი კიკაბიძემ გააჟღერა.

პრესკონფერენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებმა უფრო ვრცლად ისაუბრეს პროტესტის მიზეზებზე.

დავით ერაძე ("რუსთავი 2"): "დაახლოებით ერთი წლის წინ ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ჩაატარა გამოკითხვა, უნდა დაეტოვებინა თუ არა თემურ ქეცბაიას ნაკრები. მაშინ ერთადერთი ჟურნალისტი აღმოვჩნდი მე, ვინც ვთქვი, რომ ის უნდა დარჩენილიყო და ეს ავხსენი კიდევაც,
რატომაც. ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ქეცბაია ჟურნალისტებთან მიმართებაში აბსოლუტურად არაადეკვატურია და ეს ძალიან კარგად დაფიქსირდა დღესაც.

მას აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეეძლო, თუნდაც დღესვე ეს კონფლიქტი ამოეწურა, წასვლის წინ მოსულიყო ჟურნალისტებთან და როგორი დიდი ფეხბურთელიც იყო, ისეთი დიდი მწვრთნელის სახელით დარჩენილიყო და ეთქვა ჟურნალისტებისთვის ელემენტარული სიტყვა ბოდიში, რაც ასევე ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და პრესკონფერენცია ისე გაგრძელდა, ვითომაც არაფერი მომხდარა.

ეს იყო, ალბათ, ბოლო წვეთი იმ ჟურნალისტების ქმედებაში, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო მისი განცხადებების გამო, რომ თითქოსდა ჩვენ ვართ ქართული ფეხბურთის მესაფლავეები, თითქოს ჩვენ უნდა ვაშენოთ სტადიონები და ა.შ.

ძალიან სამწუხაროა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ისეთი პიროვნება, როგორიც ქეცბაიაა, მოწყვეტილია რეალობას.

დღევანდელი, ასე ვთქვათ, დემარში ჟურნალისტების დიდ ნაწილს, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რეალურად მუშაობენ ქართული ფეხბურთის თემატიკაზე, ქართული ფეხბურთელის წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწია, მაგრამ ეს იყო გარდაუვალი ნაბიჯი.

თემურ ქეცბაიას პირადად წარმატებებს ვუსურვებ და კიდევ ვუსურვებ, რომ მას ესწავლოს მთავარი, რაც არის სამწვრთნელო კარიერაში - ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მქონია შეხება დიდ მწვრთნელებთან ჩემპიონთა ლიგაზე და როდესაც ისეთ ოდიოზურ პიროვნებას, როგორიც არის ჟოზე მოურინიო, ლონდონის "ჩელსიში" მუშაობის დროს ერთ-ერთმა ცნობილმა ინგლისურმა ტაბლოიდმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, მოურინიოს პასუხი არ გაუცია. მან დაიცვა ის ეთიკა, რაც ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის არსებობს.

სამწუხაროა, რომ ჩვენთან ასეთი რამ ხდება, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი შემცვლელების ნაბიჯები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტებთან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ხმამაღლა, ჩვენ არ ვართ არავის მტერი და მით უმეტეს, ქართული ფეხბურთის.

ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვართ ერთადერთები, ვინც წვიმასა თუ ქარში ქართული ფეხბურთის გვერდით ვართ, ვაშუქებთ მას და გვაინტერესებს მისი მომავალი.

ჩვენს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებთ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვუგულშემატკივრებთ იმ ნაკრებს, რომელ ქვეყანასაც ჩვენ წარმოვადგენთ, რადგან ეს ჩვენი ნაკრებია - თითოეული ჟურნალისტის, თითოეული მოქალაქის ნაკრებია და ჩვენი სიამაყეა ეს ნაკრები. კარგი თუ ცუდი, ეს ნაკრები არის ჩვენი, ჩვენი სარჩენია და ჩვენი მოსავლელი.

მე ვისურვებდი, რომ თემურ ქეცბაიას შემცვლელებმა ჩვენთან აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა არჩიონ".

გეგი კიკაბიძე (GDS): "ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, თემურ ქეცბაიას განცხადებები, რომლებიც ეს ბოლო დღეებია ტელეეთერით ვრცელდება, სადაც ის ჟურნალისტებს ნაკრების წარუმატებლობას აბრალებს, არის სრული აბსურდი.

მან ეს არ აღიარა ჩემ მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ, ჰქონდა თუ არა ჩვენთვის რამე სათქმელი, მან თქვა, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა.

ჩვენ, ჟურნალისტების დიდი ნაწილი ვფიქრობთ, რომ მას ჩვენ მიმართ ბოდიში ჰქონდა მოსახდელი და რადგან მან ეს არ გააკეთა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საპრესკონფერენციო დარბაზი პროტესტის ნიშნად დაგვეტოვებინა".

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. მატჩის ბილეთები დღეს მხოლოდ "დინამო არენის" სალაროებში გაიყიდება. ბილეთების ფასია 5, 7, 10 და 15 ლარი.

ასევე იხილეთ:
ჩვენი ბოიკოტი - ღმერთმა ქნას, თემურ ქეცბაია გამარჯვებული წავიდეს! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინ გდიხართ საერთოდ? რას წარმოადგენთ? რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში? რა მიღწევები გაქვთ გარდა ღვარძლისა, დასმენისა, დაბეზღებისა? ცინიზმის და უვიცობის მეტი არაფერი შეგიძლიათ! არაფერი, მოვა მარტი და 0:6 ვის დაბრალდება ნეტა? მაგრამ თქვენ ჟურნალისტებს, მინაშვილის თამადობთ ალბათ გეყოფათ უნამუსობა და ქეცბაიას დააბრალებთ მაგასაც:) საინტერესო იქნება მინაშვილსი მიერ გერმანისათან თამაშის რეპორტაზჯის წაყვანა:) მაგარი კაიფი იქნება:)
patrioti
11:13 14-11-2014
0
Qetbaiam Rats shedzlo gaaketa, kvelam tavis saqmes mixedos da aketos (kargad rasakvirvelia)erosis da kotes qvekanashi minashvili rom komentatorobs mit'm gvaqvs Saqme kargad. Federatsias mixedet jurnalistebo bankis funqtsias rom asrulebs(aba tavisi funqtsia dakarguliaq) ex jurnalistebs meti Saqmeebi ar gaqvt skandals edzebt skandals
Gala
11:38 14-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული