თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრად დავრჩები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან (0:4) ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში. მე, როგორც რიგითი ქართველი, საქართველოს გულშემატკივრად დავრჩები", - განაცხადა ქეცბაიამ.

"მადლობა ქეცბაიას მთელი გუნდის სახელით. მატჩი ანგარიშით 4:0 წასაგები ნამდვილად არ იყო. ორი გოლი სტანდარტულებიდან გავუშვით, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა", - განაცხადა ჯაბა კანკავამ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2015 წელს 29 მარტს "დინამო არენაზე" გერმანიასთან გამართავს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი
0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაან სამწუხაროა საუბედუროდ,პრობლემა ზაან სიღრმისეულია,რომლიდანაც გამოსავალი არც კი ჩანს......ქეცბას წარმატებები და ვუსურვებ მალე დაემტკიცებინოს საქართველოსთვის რომ ის იმ დონის მწვრთნელია როგორი კარგიც ფეხბურთელი იყო
goga
00:10 15-11-2014
0
წადი და წაიყვანე ცხვარი.
beeeeee
00:37 15-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული