თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება?

AutoSharing Option
ბერძნულ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი თემურ ქეცბაიაა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის IV ტურის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები უმწვრთნელოდ დარჩნენ:  ქეცბაიამ ჯერ კიდევ პოლონეთთან თამაშამდე განაცხადა, რომ გუნდს ტოვებდა, ხოლო იტალიელი კლაუდიო რანიერი შინ ფარერის კუნძულებთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ მოხსნეს.

წყაროს ინფორმაციით, რანიერის ადგილზე შეიძლება დაინიშნოს აპოელ-ის თავკაცი გიორგიოს დონისი ან ივან იოვანოვიჩი. განიხილება თემურ ქეცბაიას და ანხელოს ანასტასიადისის კანდიდატურებიც.

ბერძნების თქმით, ქეცბაიას გარდა, ყველა კანდიდატის დანიშვნა ძნელად სავარაუდოა, რადგან მათ
მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.

არაბერძნულ წყაროებში კი საბერძნეთის ნაკრების თავკაცობას იტალიელ ჯოვანი ტრაპატონისაც უწინასწარმეტყველებენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ კაცს არც განათლება აქვს და არც ლაპარაკი იცის ,მსგავსი გაუნათლებელი ადამიანი არ მინახია მეცინება ხოლმე მაგის ლაპარაკზე
ქეთა
11:34 18-11-2014
0
ვინ არის მყრალი ხასიათის?დაანებეთ რა ამ კაცს თავი
თენგო
10:55 18-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული