თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება?

AutoSharing Option
ბერძნულ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი თემურ ქეცბაიაა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის IV ტურის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები უმწვრთნელოდ დარჩნენ:  ქეცბაიამ ჯერ კიდევ პოლონეთთან თამაშამდე განაცხადა, რომ გუნდს ტოვებდა, ხოლო იტალიელი კლაუდიო რანიერი შინ ფარერის კუნძულებთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ მოხსნეს.

წყაროს ინფორმაციით, რანიერის ადგილზე შეიძლება დაინიშნოს აპოელ-ის თავკაცი გიორგიოს დონისი ან ივან იოვანოვიჩი. განიხილება თემურ ქეცბაიას და ანხელოს ანასტასიადისის კანდიდატურებიც.

ბერძნების თქმით, ქეცბაიას გარდა, ყველა კანდიდატის დანიშვნა ძნელად სავარაუდოა, რადგან მათ
მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.

არაბერძნულ წყაროებში კი საბერძნეთის ნაკრების თავკაცობას იტალიელ ჯოვანი ტრაპატონისაც უწინასწარმეტყველებენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტქვენი საჯორიკნო რო გახტა მის მერეა დაგუპულია ეს ყვეყანა და სფორტი
giorgi
18:23 17-11-2014
0
ძალიან გამეხარდება, თუ დანიშნავენ და გაამართლებს კიდეც ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ. შინაურ მღვდელს ჩვენში შენდობა არასოდეს ჰქონია, ჩვენები მხოლოდ უცხოეთში აღწევენ დიდ წარმატებებს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული