საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დავით მინაშვილის საავტორო თოქ-შოუ "არენაში" სტუმრობისას რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.
დაგვეთანხმებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თემურ ქეცბაიას შემცვლელის თემა, რაზეც ფედერაციის გენმდივანმა გადაცემის წამყვანს ასეთი პასუხი გასცა:
"ჩემი აზრით, ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი უნდა იყოს სამწლიანი. ველაპარაკე ზვიად სიჭინავას ამ საკითხზე და ისიც ასე ფიქრობს.
ყველა კანდიდატურას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ მათ ყურადღებით განვიხილავთ.
ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მცირედით ქართველი სპეციალისტისკენ ვიხრები.
შეგახსენებთ, რომ ლოთარ მათეუსმა 2011 წელს დატოვა ბულგარეთის ნაკრები და მას მერე უმუშევარია. მანამდე გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა უნგრეთის ეროვნულ გუნდსაც ავარჯიშებდა.
ისიც გეცოდინებათ, რომ ამ ნაკრებებში მას რაიმე ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არა ლოთარ ძმაო არ გინდა დამიჯერე ასე ჯობია
-ცნობილ,ავტორიტეტულ უცხოელზე ფინანსები ვერც ფედერაციას ეყოფა და სახელმწიფოც არ გაიღებს,თორემ სიმეონეც კარგი იქნებოდა და ფერგიუსონიც))))
-ახალგაზრდა უცხოელი?გაარტყა,გამოიცნო რომ ძლიერი იქნება....და რომც იყოს ძლიერი საქართველოს ნაკრებში გაამართლებს?
-ალბათ მაინც ქართველი-დევდარიანი ან მაისურაძე,მაგრამ თვითონ როგორ ხედავენ?შეცდომა იყო ამ დროით ქეცბაიას დატოვება და ახალ მწვრთნელს პირველივე ოფიციალური გერმანიასთან....შესარჩევამდე უნდა წასულიყო ქეცბაია ან ირლანდიის შემდეგ....
-ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები?მეეჭვება ,რომ რამე ძირეულად შეიცვალოს.ცვლილები პირველ რიგში უნდა იყოს მენტალური.ადრეც დავწერე-ქართველი სპორტსმენებისთვის დამახასიათებელი გახდა არასპორტული ტანი,წონა...არასწორი კვების,რეჟიმის შედეგი?ყველა ჩვენი მეტოქე უფრო სწრაფი და ტექნიკურია(და არამარტო ფეხბურთში)!!!სრული კატასტროფაა!!აბსოლიტურად ყველა ჩვენზე ტექნიკური და სწრაფია!ქონიანი,ღიპიანი სპორტსმენები გვყავს!შეხედეთ მეტოქეებს-ხმელები,სპორტულები.ასაკობრივებშიც-17წლის ნაკრებში ერთ-ერთი ფეხბურთელი იმხელა იყო,უზარმაზარი უკანალით,რომ ...და მერე მწვრთნელი აცხადებს,რომ პოლონეთთან(17წლის)წაგება ლოგიკური იყოო?როგორ დავიჯერო ,რომ იმ პოზიციაზე ნორმალური ბავშვი მთელ საქართველოშო ვერ ნახა?და რა დონეზე დავეშვით,რომ 17წლის ბავშვების მწვრთნელს ნორმალურად მიაჩნია წაგება პოლონეთთან თბილისში და ძლივს გამარჯვება ესტონეთთან.და ეს მწვრთნელი კიდევ დატოვეს,თუმცა ესპანეთთან 1-6 -ის შემდეგ იყო გასაშვები...
-კობიაშვილი,ყაველაშვილი...ალბათ გულით მაგრად უნდათ გამოასწორონ მდგომარეობა,ენერგიასაც არ დაიშურებენ,მაგრამ საჭირო გამოცდილება გააჩნიათ?რატომ გვაქვს წინასწარ დიდი იმედი,რომ უზარმზარ პრობლემებს მოერევიან?სად,რომელ კლუბში წარმატებული მუშაობით დაამტკიცეს?ხომ არ ჯობდა ჯერ უცხოეთის წარმატებულ კლუბებში მათი სტაჟირება დაფინასებულიყო და შემდეგ?
-დღეს საჭიროა გამაოცდილი,ენერგიული ,ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ტოპ-მენეჯერი(და არა ფეხბურთელი),უცხოელი მრჩევლებით,რეფორმატორი...და დიდი ფული...
-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ტოპ-მენეჯერია საჭირო!!!და არა ფეხბურთელი...ეს სხვადასხვა პროფესიებია...კარგი იქნებოდა თუ ეს ტოპ-მენეჯერი ახალგაზრდობაში იქნებოდა ფეხბურთელი,მაგრამ სრულებით არ არის აუცილებელი.ქართულ ფეხბურთს,ფეხბურთელებს წმინდა სპორტულ ცვლილებებთან ერთად მენტალური(რაც უფრო რთულია)ცვლილებები ჭირდება,საფეხბურთო აკადენიებში ბავშვებს არამარტო ფეხბურთი,არამედ განათლებაც უნდა მიაღებინო,რომ მერე ,,უტვინო,,და,,თავხედი,,ფეხბურთელები არ მივიღოთ!
-კარგია რომ რუსთავში მშენებარე აკადემიაში ბავშვთა განათლებას კურირებას დათო ტურაშვილი(!)გაუწევს!ეს მართლაც ძალიან დადებითი გადაწყვეტი;ება მიიღო ფედერაციამ!როცა არის დადებითი-უნდა შევაქოთ,როცა უარყოფითი-გავაკრიტიკოთ და არა მხოლოდ ლანძღვა...და გამსასკუთრებით ,თუ ლანძღვა მხოლოს ,,სკამისთვის,,ხდება და სინამდვილეში საერთო საქმე ფეხებზე კიდიათ