ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს

AutoSharing Option
ფოტოზე: ლოთარ მათეუსი ზვიად სიჭინავასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობისას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დავით მინაშვილის საავტორო თოქ-შოუ "არენაში" სტუმრობისას რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.

დაგვეთანხმებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თემურ ქეცბაიას შემცვლელის თემა, რაზეც ფედერაციის გენმდივანმა გადაცემის წამყვანს ასეთი პასუხი გასცა:

"ჩემი აზრით, ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი უნდა იყოს სამწლიანი. ველაპარაკე ზვიად სიჭინავას ამ საკითხზე და ისიც ასე ფიქრობს.

ყველა კანდიდატურას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ მათ ყურადღებით განვიხილავთ.

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მცირედით ქართველი სპეციალისტისკენ ვიხრები.
რაც შეეხება უცხოელის ვარიანტს, ვერ ვიტყვი, რომ აქ დიდი არჩევანი გვაქვს. ერთს კი გაგიმხელთ - შემოგვთავაზეს ლოთარ მათეუსის კანდიდატურა. ვიცით, რომ მას აქვს სურვილი, იმუშაოს საქართველოს ნაკრებში", - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლოთარ მათეუსმა 2011 წელს დატოვა ბულგარეთის ნაკრები და მას მერე უმუშევარია. მანამდე გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა უნგრეთის ეროვნულ გუნდსაც ავარჯიშებდა.

ისიც გეცოდინებათ, რომ ამ ნაკრებებში მას რაიმე ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა უნდა ოფლით მოპოვებული კაი კაცის სახელი საქართველოს ნაკრებს უნდა გადააყოლოს?

არა ლოთარ ძმაო არ გინდა დამიჯერე ასე ჯობია
რეზო
25 ნოემბერი 2014 17:29
0
Federatsia tqven xom ar gajrialebt ris mateusi magas tavisi ojaxis saqme ver mougvarebia da chven ras gvishvelis. Modzuzget biziia saxlshi, tu dabmulixart mag skamebze.
Gala
25 ნოემბერი 2014 14:27
0
რა მათეუსი ელემენტარულად ვიღაც რო მოგყავს აქ მწვრთნელად და შედეგის დადებას სთხოვ რუკაზე მაინც ხო უნდა იცოდეს სადაა საქართველო?მაგას ჭამა-სმა უნდა მუქთად,ბულგარეთშიც ეგრე ყავდათ რამოდენიმე თვე და გამოაგდეს მერე.ვიღაც ისეთი უნდა დაინიშნოს ვისთვისაც ლეველ-აპი იქნება საქართველოს ნაკრები,თორე მათეუსს ყველაფერი 3-4 ჯერ აქ მოგებული უკვე,რომელ სპორტულ ჟინზეა ლაპარაკი?
nnbnvv
25 ნოემბერი 2014 14:18
0
ბიკენტი მმმმმმმმმ
Grigoli
25 ნოემბერი 2014 14:07
0
მატეუსის მოყვანას, ჯობია მე ვიყო მწვრტნელი.
kaxeli papa
25 ნოემბერი 2014 12:24
0
მათეუსი და მარადონა ჯობია,ერთი ლოთია მეორე ნარკომანი. თან ფულსაც იშოვიან ბიჭები.
ფანი
25 ნოემბერი 2014 11:42
0
როცა გააჟღერეს მათეუსის კანდიდატურა,რა იფიქრეს?რომ მათეუსის ,როგორც ფეხბურთელის ავტორიტეტით ფეხბურთის გულშემატკივარი,,ჭამდა,,?მათი აზრით გულშემატკივარმა არ იცის,რომ მათეუსი -მწვრთნელი არ არსებობს და რომ მათეუსს ჩამოუყალიბდა ,,მოგულავე,,ტიპის სახელი?
-ცნობილ,ავტორიტეტულ უცხოელზე ფინანსები ვერც ფედერაციას ეყოფა და სახელმწიფოც არ გაიღებს,თორემ სიმეონეც კარგი იქნებოდა და ფერგიუსონიც))))
-ახალგაზრდა უცხოელი?გაარტყა,გამოიცნო რომ ძლიერი იქნება....და რომც იყოს ძლიერი საქართველოს ნაკრებში გაამართლებს?
-ალბათ მაინც ქართველი-დევდარიანი ან მაისურაძე,მაგრამ თვითონ როგორ ხედავენ?შეცდომა იყო ამ დროით ქეცბაიას დატოვება და ახალ მწვრთნელს პირველივე ოფიციალური გერმანიასთან....შესარჩევამდე უნდა წასულიყო ქეცბაია ან ირლანდიის შემდეგ....
-ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები?მეეჭვება ,რომ რამე ძირეულად შეიცვალოს.ცვლილები პირველ რიგში უნდა იყოს მენტალური.ადრეც დავწერე-ქართველი სპორტსმენებისთვის დამახასიათებელი გახდა არასპორტული ტანი,წონა...არასწორი კვების,რეჟიმის შედეგი?ყველა ჩვენი მეტოქე უფრო სწრაფი და ტექნიკურია(და არამარტო ფეხბურთში)!!!სრული კატასტროფაა!!აბსოლიტურად ყველა ჩვენზე ტექნიკური და სწრაფია!ქონიანი,ღიპიანი სპორტსმენები გვყავს!შეხედეთ მეტოქეებს-ხმელები,სპორტულები.ასაკობრივებშიც-17წლის ნაკრებში ერთ-ერთი ფეხბურთელი იმხელა იყო,უზარმაზარი უკანალით,რომ ...და მერე მწვრთნელი აცხადებს,რომ პოლონეთთან(17წლის)წაგება ლოგიკური იყოო?როგორ დავიჯერო ,რომ იმ პოზიციაზე ნორმალური ბავშვი მთელ საქართველოშო ვერ ნახა?და რა დონეზე დავეშვით,რომ 17წლის ბავშვების მწვრთნელს ნორმალურად მიაჩნია წაგება პოლონეთთან თბილისში და ძლივს გამარჯვება ესტონეთთან.და ეს მწვრთნელი კიდევ დატოვეს,თუმცა ესპანეთთან 1-6 -ის შემდეგ იყო გასაშვები...
-კობიაშვილი,ყაველაშვილი...ალბათ გულით მაგრად უნდათ გამოასწორონ მდგომარეობა,ენერგიასაც არ დაიშურებენ,მაგრამ საჭირო გამოცდილება გააჩნიათ?რატომ გვაქვს წინასწარ დიდი იმედი,რომ უზარმზარ პრობლემებს მოერევიან?სად,რომელ კლუბში წარმატებული მუშაობით დაამტკიცეს?ხომ არ ჯობდა ჯერ უცხოეთის წარმატებულ კლუბებში მათი სტაჟირება დაფინასებულიყო და შემდეგ?
-დღეს საჭიროა გამაოცდილი,ენერგიული ,ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ტოპ-მენეჯერი(და არა ფეხბურთელი),უცხოელი მრჩევლებით,რეფორმატორი...და დიდი ფული...
-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ტოპ-მენეჯერია საჭირო!!!და არა ფეხბურთელი...ეს სხვადასხვა პროფესიებია...კარგი იქნებოდა თუ ეს ტოპ-მენეჯერი ახალგაზრდობაში იქნებოდა ფეხბურთელი,მაგრამ სრულებით არ არის აუცილებელი.ქართულ ფეხბურთს,ფეხბურთელებს წმინდა სპორტულ ცვლილებებთან ერთად მენტალური(რაც უფრო რთულია)ცვლილებები ჭირდება,საფეხბურთო აკადენიებში ბავშვებს არამარტო ფეხბურთი,არამედ განათლებაც უნდა მიაღებინო,რომ მერე ,,უტვინო,,და,,თავხედი,,ფეხბურთელები არ მივიღოთ!
-კარგია რომ რუსთავში მშენებარე აკადემიაში ბავშვთა განათლებას კურირებას დათო ტურაშვილი(!)გაუწევს!ეს მართლაც ძალიან დადებითი გადაწყვეტი;ება მიიღო ფედერაციამ!როცა არის დადებითი-უნდა შევაქოთ,როცა უარყოფითი-გავაკრიტიკოთ და არა მხოლოდ ლანძღვა...და გამსასკუთრებით ,თუ ლანძღვა მხოლოს ,,სკამისთვის,,ხდება და სინამდვილეში საერთო საქმე ფეხებზე კიდიათ
akhali
25 ნოემბერი 2014 11:18
0
ucxoeli daasaqmet xo
kki
25 ნოემბერი 2014 11:01
0
ქარველი გვინდა ვისაც მოთხოვ პასუხს, არ შეიძლება ესე მიდგომა გეგონება ტორტს ყიდულობდნენ...არ რა ეს არველაძეები კუთხეში უნდა დააყენო რა ნამუსით იღებენ ხმას დავაჩქაროთ არჩევნები მიტინგები გვინდა დროზე ესენი რომ მოიყვანენ მწვრთნელს
gogi
25 ნოემბერი 2014 10:50
0
ხო ყვავის ბულგარეთის ნაკრები და საქართველოს სულ ყვავილნარად აქცევს. ქართველი ტრინერი გვჭირდება, ოღონდ პროფესიონალი.
z.m
25 ნოემბერი 2014 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული