ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს

AutoSharing Option
ფოტოზე: ლოთარ მათეუსი ზვიად სიჭინავასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობისას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დავით მინაშვილის საავტორო თოქ-შოუ "არენაში" სტუმრობისას რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.

დაგვეთანხმებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თემურ ქეცბაიას შემცვლელის თემა, რაზეც ფედერაციის გენმდივანმა გადაცემის წამყვანს ასეთი პასუხი გასცა:

"ჩემი აზრით, ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი უნდა იყოს სამწლიანი. ველაპარაკე ზვიად სიჭინავას ამ საკითხზე და ისიც ასე ფიქრობს.

ყველა კანდიდატურას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ მათ ყურადღებით განვიხილავთ.

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მცირედით ქართველი სპეციალისტისკენ ვიხრები.
რაც შეეხება უცხოელის ვარიანტს, ვერ ვიტყვი, რომ აქ დიდი არჩევანი გვაქვს. ერთს კი გაგიმხელთ - შემოგვთავაზეს ლოთარ მათეუსის კანდიდატურა. ვიცით, რომ მას აქვს სურვილი, იმუშაოს საქართველოს ნაკრებში", - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლოთარ მათეუსმა 2011 წელს დატოვა ბულგარეთის ნაკრები და მას მერე უმუშევარია. მანამდე გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა უნგრეთის ეროვნულ გუნდსაც ავარჯიშებდა.

ისიც გეცოდინებათ, რომ ამ ნაკრებებში მას რაიმე ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ხო ყვავის ბულგარეთის ნაკრები და საქართველოს სულ ყვავილნარად აქცევს. ქართველი ტრინერი გვჭირდება, ოღონდ პროფესიონალი.
0
ქარველი გვინდა ვისაც მოთხოვ პასუხს, არ შეიძლება ესე მიდგომა გეგონება ტორტს ყიდულობდნენ...არ რა ეს არველაძეები კუთხეში უნდა დააყენო რა ნამუსით იღებენ ხმას დავაჩქაროთ არჩევნები მიტინგები გვინდა დროზე ესენი რომ მოიყვანენ მწვრთნელს
gogi
10:50 25-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული