ორი ძირითადი სქემა და პოზიციური შეტევა - კახა ცხადაძის სანაკრებო ხედვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კახა ცხადაძე 1-ელ დეკემბერს დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "არენას" სტუმრობდა.

ცხადაძეს "ლელო" ახლახან ესაუბრა. ახლა ვეცდებით, ყურადღება გავამახვილოთ ბაქოს "ინტერის" მწვრთნელის იმ გამონათქვამებზე, რომლებიც ჩვენს ინტერვიუში არ ყოფილა.

"არენაში" საკმაოდ ვრცელი საუბარი შედგა, თუმცა ჩვენ მხოლოდ სანაკრებო თემაზე შევჩერდებით.

"ძალიან საპასუხისმგებლოა ნაკრების მწვრთნელობა და მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ეხება. თუ იქნება შემოთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, მზად ვარ, დავილაპარაკო.

აზერბაიჯანშიც ვიყავი იქაური ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ ბოლოს არჩევანი
რობერტ პროსინეჩკიზე
შეჩერდა...

...ჩათვალეთ, რომ "ინტერში" კონტრაქტის გარეშე ვმუშაობ. ასეთი ურთიერთობა მაქვს კლუბის მფლობელთან. რამდენჯერმე დავფიქრდი წასვლაზე. მან მითხრა - როცა ჩათვლი, რომ უნდა წახვიდე, ხელს არ შეგიშლიო. ეს ასეა, მაგრამ შუა გზაზე ჩემგან გუნდის მიტოვება არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება...

...თუ მე მოვალ ნაკრებში, აუცილებლად მექნება გარკვეული მიზანი, სტრატეგია... თუმცა მე არ ვარ ნაკრების მწვრთნელი მოცემულ მომენტში. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს თემურ ქეცბაია დაზარალდა. თუ მოვა სხვა და არ ექნება შედეგი, ისიც დაზარალდება.

...ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში, იქნება ორი ძირითადი სქემა, რომლითაც გუნდი ითამაშებს. მე ვარ პოზიციური შეტევის მომხრე, მოკლე და საშუალო პასებით...

...რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა დღევანდელი სანაკრებო კონტინგენტით უკეთესი შედეგის მიღწევა. ვინც დათანხმდება მწვრთნელობას, ესე იგი, მას სჯერა, რომ ამ ფეხბურთელებით პროგრესი შესაძლებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ: კახა ცხადაძე: ...სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად!
მკითხველის კომენტარები / 9 /
mariami
მართალი ხარ მარიამ იქნებ გამოიღვიძონ და ცოტა დაიკლონ წონაში :)
დიტო
00:31 03-12-2014
0
გიო, შენ გაგახარე ღმერთმა რა გულიანად გამაცინე!!! მართლაც ჩამოასწრებს მეტოქის მეკარე. ამათ მწვრთნელი კიარა, ერთი წკეპლა უნდათ ტ...ზე დილაუთენია და ერთიორი საათი გაუჩერებლად უნდა არბენინო იქნება გამოიღვიძონ.
mariami
16:02 02-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული