"ზოგიერთ კლუბს თამაშებზე გამგზავრებაც უჭირს საწვავის უქონლობის გამო. კლუბს მილიონი ლარი მაინც უნდა ჰქონდეს, ნორმალურად რომ იმუშაოს.
ჩვენ უარს არ ვიტყოდით, თუ სახელმწიფო კლუბებს გრანტის სახით კომუნალური გადასახადების გადახდაში დაეხმარება.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ მინიმუმ 5-7-წლიანი განვითარების პროგრამა მაინც უნდა დაიდოს. თუ ასე არ მოხდება, ამ ჭაობს თავს ვერ დავაღწევთ და ქვეყანა 2-3 გუნდით ვერ აშენდება. ეს სპორტის სამინისტროს თემაა".
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველი კანდიდატის დასახელებისგან
"არც ისე დიდი არჩევანი გვაქვს. როცა ამბობენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ფეხბურთელი უნდა იყოს, ეს არასწორი მიდგომაა.
სფფ-ის ხელმძღვანელი კარგი მენეჯერი უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფოსთან კოორდინირებულად იმოქმედებს. თუ ამას ვერ შეძლებს, საქმე არ გამოვა.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ "დინამოს" აკადემიის მსგავსი სამი სკოლა მაინც გვჭირდება, ჩვენი საფეხბურთო რესურსი უკეთ რომ ავამოქმედოთ".
თბილისის "დინამოს" მეპატრონე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძის დანიშვნას ემხრობა:
"ყველამ ნახა, რომ ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც გეგუჩაძემ მოიგო და მის შედეგებს მეც ვეთანხმები, მაგრამ ნაკრების ახალი მწვრთნელი სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.
მანამდე კი გამართლებული იქნება მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დანიშვნა, თუ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებს დარჩენის იმედი არ აქვთ.
ვიღაცამ მწვრთნელის დანიშვნაზე პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს და კარგად გააცნობიეროს, რას აკეთებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბავშთა ფეხბურთი უნდა ავაღორძინოთო.ეს კაცი მაგრად დაგვცინის,რომელ ბავშთა ფეხბურთზეა ლაპარაკი?სადაც გადასახადი. 5 წლიდან 100 ლარია?და თან ფორმის გარეშე.კვებაზე არაფერს აღარ ვამბობ
ქაჯების დოღია ბატონებო,ქაჯების