კახა ცხადაძე ნაკრებში გოგიტა გოგუასა და კახა ალადაშვილსაც დააბრუნებს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებში გოგიტა გოგუასა და კახა ალადაშვილის (ორივე 31 წლისაა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" ღირსებას იცავს) დაბრუნებას აპირებს.

ოღონდ, დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის (თუნდაც იმიტომ, რომ გოგუა ტრავმირებულია). საამისოდ, ცხადაძემ ჯერ 29-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, მერე ამ სიას ორი ფეხბურთელი დაამატა და არ არის გამორიცხული, ცვლილებები ამ დღეებშიც მოხდეს...

ცხადაძის ჩანაფიქრი ლოგიკურია. დაცვის მარჯვენა ფლანგზე მას საკადრო პრობლემები აქვს. ალადაშვილს კი მოედნის ამ ნაწილში დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია და შეტევაში ჩართვაც,
რაც ცხადაძის მიერ დაანონსებულ სათამაშო სქემაშიც ჯდება. ისევე, როგორც გოგუას შემთხვევაში - ის უნივერსალია და მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

ალადაშვილმა ნაკრებში ბოლოს 2006 წელს, გერმანიასთან მაინცში გამართულ ამხანაგურ მატჩში ითამაშა (სულ 7 თამაში ეროვნულ გუნდში). რაც შეეხება გოგუას, ბოლოს ნაკრების მაისურა მან ხორვატიასთან თბილისში მოგებულ ბრძოლაში მოირგო. მის აქტივში 27 სანაკრებო მატჩი და 1 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აეეეეეეეეე კახააააააააააააა ეაეეეეეეეეეეეეეეეე
0
გრმანია საქართველო 6-0 სამცუხაროაა მაგრამ ასეაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული